Thumbnail

დოჰა, სიდნეი, მელბურნი - ბასილაშვილი ახალ სეზონს 1 იანვარს იწყებს 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბასილაშვილის უახლოესი გეგმები
  • წლის ბოლოს 2019 წლის სეზონი იწყება
რეკორდული 2018 - ნიკოლოზ ბასილაშვილის სეზონის შეჯამება

მსოფლიოს მოწინავე 102 ჩოგბურთელმა ქალმა და 101-მა მამაკაცმა დაადასტურა, 2019 წლის პირველ დიდ სლემზე - ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობა. 

მელბურნში ითამაშებს საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილიც. 26 წლის ბასილაშვილი 1 795 ქულით მსოფლიოს 21-ე ჩოგანია, თუმცა თუ არაფერი შეიცვალა, ის ავსტრალიის ღია პირველობაზე 22-ე ნომრად იქნება განთესილი, რადგან ენდი მარი "შენახულ" რეიტინგს (2) იყენებს ამ ტურნირისთვის. 

შეგახსენებთ, რომ 2018-ში ნიკას წარმატებული ტურნირი ჰქონდა - ავსტრალიის ღია პირველობაზე მან ავსტრიელი მელცერი და ბემელმანი დაამარცხა და მესამე წრეში დათმო ბრიტანელ ედმუნდთან 5-სეტიან დაძაბულ ორთაბრძოლაში. 2019 წლის ავსტრალიის ღია პირველობა 15 იანვარს იწყება. 
სეზონი დეკემბრის მიწურულს ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში დაიწყება, თუმცა იქ ნიკა არ ითამაშებს.  

ბასილაშვილი ახალ სეზონს ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაიწყებს, სადაც 1-8 იანვარს ყატარის ღია პირველობა იმართება. დოჰაში მას გარანტირებული აქვს ძირითადი ბადე, განსხვავებით სიდნეის საერთაშორისო ტურნირიდან, სადაც სიაში ჯერჯერობით, მე-2 ალტერნატიული ჩოგბურთელია. სიდნეიში ტურნირი 7 იანვარს იწყება. 

კომენტარები

ბოლო ამბები