Thumbnail
  • რომას დირექტორი რამონ მონჩი ბელგიაშია
  • ჩაკვეტაძე მონჩის სიაში

იტალიური რომას 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძით დაინტერესების შესახებ იტალიური მედია ჯერ კიდევ ნოემბერში წერდა. მაშინ  Calciomercato იუწყებოდა, რომ სპორტული დირექტორი რამონ მონჩი გენტის ქართველი შემტევი ნახევარმცველის ზამთარშივე გადაბირებით არის დაინტერესებული. წყაროს ინფორმაციით, რომას ჩაკვეტაძე დიეგო პეროტის შემცვლელად სურდა და მასში 10 მილიონ ევროს იხდიდა. 

იტალიურმა მედიამ კვლავ აიტაცა ეს თემა. ამჯერად, მიზეზი ისაა, რომ მონჩი ბელგია-ჰოლანდიაში იმყოფება სატრანსფერო ბაზარზე სამიზნეების დასაზვერად და შესაგულებლად. 

რას წერს 'კორიერე'

როდესაც საქმე რომას სიახლეებს ეხება, Corriere dello sport-ზე სანდო წყაროს იტალიაში ვერ ნახავთ. "კორიერე" მართლაც წერს მონჩის ბენილუქსის ქვეყნებში მოგზაურობის შესახებ, რომ ის იტალიაში შაბათს რომას მატჩისთვის დაბრუნდება, თუმცა ჩამოთვლილ სახელთაგან სტატიაში ვერ ნახავთ ჩაკვეტაძის გვარს. "კორიერეს" ცნობით, მთავარი სატრანსფერო სამიზნე გენკის 20 წლის საყრდენი ნახევარმცველი სანდერ ბერგია. ნორვეგიელის გარდა ნახსენებია სტანდარდის ბოსნიელი ნახევარმცველი გოიკო ციმიროტი, ასევე აიაქსელი დონი ვან დე ბეეკი. 

ჩაკვეტაძის სიაში არყოფნა არ ნიშნავს, რომ მონჩი არ არის დაინტერესებული ქართველი ფეხბურთელით, რადგან სტატიაში ვკითხულობთ: "ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რადგან ჯერ მონჩის ოფიციალურად არ უხსენებია, რომელი ფეხბურთელები აინტერესებს მას". 

რას წერენ სხვები

ჩაკვეტაძემ გენტი ბელგიის თასის მეოთხედფინალში გაიყვანა

სამაგიეროდ, ჩაკვეტაძეს სხვა წყაროები ახსენებენ - Insideroma წერს, რომ მონჩის სიაში ჩაკვეტაძეცაა, 1999 წელს დაბადებულ ნახევარმცველს იანვარში გადაიბირებენ. 

LAROMA24-ც წერს, რომ რომას ორი მთავარი სამიზნე ჰყავს ბელგიაში - ბერგი და ჩაკვეტაძე.

Calciomercato წერს, რომ არა მხოლოდ მარინი (რომელიც ადრევე აინტერესებდა რომას), ციმიროტი აინტერესებს რომას, არამედ ბერგი და ჩაკვეტაძეც. 

Giallorossi.net: "ქართველ ტალანტს რომა ინტენსიურად აკვირდება". 
90min.com: "ბერგის გარდა, რომას ინტერესების სფეროშია 1999 წელს დაბადებული გიორგი ჩაკვეტაძე". 

ლუვეჟი: არ ვყიდით!

დაბოლოს, რომას დაინტერესებაზე კომენტარი გააკეთა გენტის გენერალურმა მენეჯერმა მიშელ ლუვეჟმა, რომელმაც იტალიურ რადიო Teleradiostereo-ს ექსკლუზიურად განუცხადა: "ჩვენ მას არ ვყიდით"!

კომენტარები

ბოლო ამბები