Thumbnail

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები ცნობილია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს რთული მეტოქეები ერგოთ
  • ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპი და შემდეგ ელიტრაუნდი

უეფამ სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა ჩაატარა. შესაბამისად, გამოვლინდნენ საქართველოს 17-წლამდელთა და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გუნდების მეტოქეები.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ჯგუფში პორტუგალიასთან, უკრაინასთან და ალბანეთთან ერთად იასპარეზებს. 4 გუნდიდან ორი საუკეთესო ელიტრაუნდში გააგრძელებს ასპარეზობას.

🇬🇪⚽️ 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პორტუგალიის,უკრაინისა და ალბანეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

Posted by Georgian Football Federation on ხუთშაბათი, 06 დეკემბერი, 2018

იგივე ფორმატია 19-წლამდელთა საკვალიფიკაციო ეტაპზეც, სადაც საქართველოს ნაკრებს ხორვატიასთან, უნგრეთთან და ყაზახეთთან მოუწევს კონკურენცია. აქვე ვთქვათ, რომ ელიტრაუნდში გასული გუნდები ასევე 4-გუნდიან ჯგუფში მოხვდებიან და იქიდან უკვე მხოლოდ პირველ ადგილზე გასული ნაკრებები გავლენ ევროპის ჩემპიონატზე.

🇬🇪⚽️ 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატიის,უნგრეთისა და ყაზახეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

Posted by Georgian Football Federation on ხუთშაბათი, 06 დეკემბერი, 2018

ფოტო GFF-ის FB გვერდიდან

კომენტარები

ბოლო ამბები