Thumbnail

50 წაუგებელი მატჩი გოლთან ერთად - მილნერის გადასარევი სერია გრძელდება!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბარნლისთან 3:1 მოგებულ მატჩში ჯეიმს მილნერმაც გაიტანა
  • ლივერპულის 32 წლის ნახევარმცველი ამ გოლით საოცარ სერიას აგრძელებს

როცა ჯეიმს მილნერს გააქვს, არ აგებს! ლივერპულის 32 წლის ნახევარმცველმა ეს ბარნლისთან შეხვედრაშიც დაამტკიცა, რომელიც ლივერპულმა 3:1 მოიგო. მილნერმა გოლი 62-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, მერე კი მერსისაიდელებმა რობერტო ფირმინოსა და ჯერდან შაჩირის გოლებით მოიგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯეიმსის დაუჯერებელი სერია გრძელდება.

თუ მილნერს გოლი გააქვს, პრემიერლიგაში თამაშს არ აგებს უკვე ზედიზედ 50 მატჩია!

ლივერპული კი ინგლისის ჩემპიონატში მე-15 ტურის შემდეგაც კი დაუმარცხებელია. ასეთი შედეგით, იურგენ კლოპის გუნდის გარდა, მხოლოდ ლიდერი მანჩესტერ სიტი ამაყობს, რომელსაც ლივერპული კვლავ 2 ქულით ჩამორჩება. ზოგადად, ლივერპულს პრემიერლიგაში ზედიზედ 20-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (წინა სეზონის ჩათვლით).

მომდევნო ტურში სიტი ჩელსის სტუმრობს, ლივერპული კი - ბორნმუთს. ორივე მატჩი 8 დეკემბერს გაიმართება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები