Thumbnail

რეალი ედენ აზარს შეუთანხმდა! - ლონდონის ჩელსი 170 მილიონ ევროს ითხოვს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჩელსის ნახევარმცველი მადრიდში სავარაუდოდ 2019 წლის ზაფხულში გადაბარგდება
  • ესპანური მედიის ცნობით, რეალმა ბელგიელთან პირადი კონტრაქტი უკვე უკვე შეათანხმა
  • მადრიდელებმა ჩელსისთან გარიგებაში შესაძლოა მატეო კოვაჩიჩი ჩართოს 

ლონდონის ჩელსის ნახევარმცველი ედენ აზარი კარიერას, დიდი ალბათობით, მადრიდის რეალში გააგრძელებს. რადიოსადგურ Onda Madrid-ზე დაყრდნობით,  ესპანური მედია იუწყება, რომ სამეფო კლუბმა 27 წლის ბელგიელ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.

ტრანსფერი შესაძლოა მომავალ ზაფხულს განხორციელდეს, თუკი რეალი ლონდონის ჩელსის კომპენსაციის თანხაზე მოელაპარაკება. აზართან ინგლისურ კლუბს შეთანხმება 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ჩელსი ედენ აზარში არანაკლებ 170 მილიონი ევროს მიღებას იმედოვნებს. რეალი მზადაა გარიგებაში ნახევარმცველი მატეო კოვაჩიჩი ჩართოს, რომელიც ლონდონური გუნდის ღირსებას იჯარის წესით იცავს.

მადრიდის რეალში აზარის შესაძლო ტრანსფერზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს. სამეფო კლუბში გადასვლის სურვილს არც თავად ბელგიელი მალავს. 

მიმდინარე სეზონში ედენ აზარმა პრემიერლიგის 14 მატჩში ითამაშა, გაიტანა 7 გოლი და მიითვალა 6 საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები