Thumbnail

ახალი კვლევა - ელექტრონულ სპორტში გოგონათა რეკორდული ოდენობაა ჩართული

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Kids Isight-ის მიერ ჩატარებულ კვლევას საინტერესო და მოულოდნელი შედეგები აქვს
  • eSports-ის მიმართ ინტერესი 13-15 წლების გოგონებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ამავე ასაკის ბიჭებში

კომპანია Kids Insight-მა, რომელიც ბაზრის კვლევაზეა ორიენტირებული, დღეს პრესას მათი ბოლო კვლევის ძირითადი ასპექტები გააცნო. ორგანიზაციამ კვლევა დიდ ბრიტანეთში ჩაატარა და მასში 5000-ზე მეტი ახალგაზრდა იყო ჩართული.

მათი ინფორმაციით, ელექტრონული სპორტით დაინტერესება 13-15 წლების გოგონებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ამავე ასაკის ბიჭებში.

მართალია კომპანია ბუნდოვან ტერმინოლოგიას იყენებს, მაგრამ მასში საკმაოდ მნიშვნელოვანი მიგნებებია. თუნდაც ის, რომ ე.წ. 'კონსოლის' მიმართ ინტერესი იმატებს და პერსონალურ კომპიუტერზე 'გეიმინგის' მიმართ კი იკლებს. მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ eSports-ის მომავალს საფრთხე არ ემუქრება და ახალგაზრდა ადამიანების უმეტესობა PS4-ზე, VITA-ზე ან Xbox-ზე თამაშითაა დაინტერესებული.

კვლევა ამ ასაკის ბავშვებში პოპულარულ თამაშებსაც შეეხო. ისეთ ცნობილ თამაშებთან ერთად, როგორებიც Dota, LoL და CS:GO არიან, სიაში Overwatch-ს, FIFA-სCall of Duty-ს და Rocket League-საც ვხვდებით.

კვლევის ძირითადი მიგნებები

  • ელექტრონულ სპორტს გოგონების 15% უყურებს
  • 13-15 წლის ბავშვებში გოგონათა უფრო დიდი პროცენტია ამ სფეროთი დაინტერესებული, ვიდრე ბიჭების
  • თინეიჯერი გოგოების 84%-ს უთამაშია კომპიუტერული თამაში. შარშან ანალოგიური მაჩვენებელი 75% იყო

დღესდღეობით  თამაშების მწარმოებლების მთავარ პრობლემას ამ ასაკის გოგონების ინტერესის შენარჩუნება წარმოადგენს. 16-18 წლის ასაკის ახალგაზრდებში ბიჭების თითქმის მესამედს აინტერესებს eSports. იგივე მაჩვენებელი გოგონებში 10%-ია.

თუმცა, როდესაც ღონისძიებებზე დასწრებაზე მიდგება საქმე, სხვაობა არც ისე დიდია. ორივე სქესის ახალგაზრდების 10% დასწრებია ამა თუ იმ თამაშის ტურნირს.

ერთი რამ ნათელია, დიდ ბრიტანეთში ელექტრონულ სპორტს დიდი პოტენციალი აქვს და მის მიმართ ინტერესი მხოლოდ ერთი სქესის ადამიანები არ ავლენენ. თუკი ეს ინდუსტრია მოახერხებს და ახალგაზრდა ადამიანებს რეალურ 'eSports ენთუზიასტებად' აქცევს, ახლო მომავალში მასში ბევრად მეტი ადამიანი ჩაერთვება.

კომენტარები

ბოლო ამბები