Thumbnail

'ისტერიკა' - გურამ თუშიშვილის მარცხი და სკანდალი ყაზახეთში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ქართველმა ძიუდოსტმა ყახაზურ ჭიდაობაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატში იასპარეზა
  • მსოფლიოსა და ეროპის ჩემპიონმა ალმათიში გამოსვლა 1/2-ფინალში მარცხით დაასრულა
  • გურამ თუშიშვილმა არბიტრების გადაწყვეტილებას პროტესტით უპასუხა

ახლახან ალმათიში, ყაზახურ ეროვნულ ჭიდაობა კაზაკშა კურესში საერთაშორისო ტურნირი "ალემ ბარისი" ჩატარდა, რომელსაც ამ სახეობაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონატია. წელს მასში 29 ქვეყნის 33-მა ფალავანმა, მათ შორის გურამ თუშიშვილმაც იასპარეზა, თუმცა ქართველი ძიუდოისტის გამოსვლა ტურნირში წარუმატებელი და სკანდალური გამოვიდა.

გურამს აიბეკთან რევანში არ გამოუვიდა

მსოფლიოს და ევროპის ქართველი ჩემპიონი კაზაკშა კურესში შარშან გამართულ მსოფლიოს პირელობაზეც გამოვიდა. მაშინ ქართველი მძიმეწონოსანი ფინალში ადგილობრივ აიბეკ ნუგიმაროვთან დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა, წელს კი ალმათიში რევანშის ასაღებად ჩავიდა. 

ამჯერად ისე მოხდა, რომ თუშიშვილი ნუგიმაროვს ½-ფინალში დაუპირისპირდა, თუმცა რევანშის აღება ვერ მოახერხა - ერთ ეპიზოდში ყაზახმა ფალავანმა ილეთი შეასრულა, რაც სუფთა გამარჯვებად შეუფასეს.

თუშიშვილმა, რომელიც მსაჯების გადაწყვეტილებამ გააღიზიანა, პროტესტის ნიშნად ხალიჩა ისე დატოვა, მეტოქეს არც ხელი ჩამოართვა და არც გამარჯვება მიულოცა. გურამმა აღარც ბრძოლის ბრინჯაოს მედლისთვის გაგრძელება ისურვა. 

ქართველი ძიუდოისტის საქციელს ყაზახურ მედიაში არცთუ კარგი გამოხმაურება ჰქონდა. საიტმა caravan.kz-მ გურამის ქცევა, რომელიც ისტერიკად შეაფასა, ასე აღწერა:

გურამ-სკანდალისტი

"ნახევარფინალს, რომელშიც ერთმანეთს ნუგიმაროვი და თუშიშვილი დაუპირისპირდნენ, სკანდალური ელფერი დაკრავდა. ერთი წლის წინ ქართველმა მოჭიდავემ აიბეკთან ფინალში წააგო, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ზედმეტმა თავდაჯერებამ დაღუპა. თუშიშვილმა იმ მარცხიდან დასკვნები გამოიტანა: უკვე მე-40 წამზე მოიპოვა ორი შეფასება "ბუკი", მაგრამ შემდეგ ნუგიმაროვმა მეტოქის წამიერი მოდუნებით ისარგებლა და ბრწყინვალე გდება განახორციელა. არბიტრმა თავდაპირველად ის "ჟარტილაით" შეაფასა, მოგვიანებით კი, მსაჯებთან კონსულტაციის შემდეგ, აიბეკს სუფთა გამარჯვება ჩაუთვალა.

საკვანძო ეპიზოდი სასახლის დიდ ტაბლოზე რამდენჯერმე გაამეორეს, თუმცა ერთმნივნელოვნად იმის მტკიცება, ქართველი ერთი ბეჭით შეეხო ხალიჩას თუ ორით, რთულია. თავად თუშიშვილი დარწმუნებული იყო, რომ ჭიდაობა უნდა გაგრძელებულიყო. მას შემდეგ, რაც გამარჯვებულად ნუგიმაროვი გამოცხადდა, გურამმა არ ისურვა მეტოქისა და მსაჯისთვის ხელის ჩამორთმევა და ხალიჩა დატოვა. თუშიშვილი ისე სერიოზულად განაწყენდა, რომ საჭიდაოდ არც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გავიდა და ბრინჯაოს ქამარი ავტომატურად ბობიკოვს მიაკუთვნეს".

კომენტარები

ბოლო ამბები