Thumbnail
  • ტორონტომ გვიჩვენა, რატომაა ლიგის საუკეთესო გუნდი
  • მიუხედავად ჯიმი ბატლერის ბრწყინვალე თამაშისა, ფილადელფია 102:113 დამარცხდა

ტორონტო რეპტორსმა ბრწყინვალე სეზონი ფილადელფიასთან გამარჯვებით გააგრძელა - სიქსერსისთვის ეს კანადაში ზედიზედ მე-13 მარცხია.

კავაი ლეონარდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი ტორონტოში წაყვანა სწორი გადაწყვეტილება იყო. ფილადელფიაშიც ახალწვეული ‘დაფრინავს’ - ჯიმი ბატლერმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, მაგრამ სიქსერსი დღის ტოპ-მატჩში წაგებისგან ვერ იხსნა. გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი კავაი ლეონარდს მიუძღვის, რომელსაც პირველ ტაიმში უკვე 21 ქულა ჰქონდა.

იონას ვალანჩუნასმა სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი გააუმჯობესა - მან 26 ქულა დააგროვა და 8 მოხსნაც ჰქონდა. კავაი ლეონარდის ანგარიშზე 36 ქულა, 9 მოხსნა და 5 ჩაჭრაა. აღსანიშნავია, რომ ტორონტომ სამქულიანების მხოლოდ 27,6 პროცენტი ჩააგდო - 29-დან 8.

ფილადელფიადან სეზონის ახალი საუკეთესო შედეგი ჰქონდა ბატლერსაც: 38 ქულა და 10 მოხსნა. ჯეი ჯეი რედიკმა 12 მცდელობიდან 5 სამქულიანი ჩააგდო და ჯამში 25 ქულას მოუყარა თავი. ბენ სიმონსს, მართალია, სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა (8 ქულა, 10 მოხსნა, 11 პასი), მაგრამ 7 დაკარგვაც ჰქონდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ უყურადღებოდ ითამაშა. ჯოელ ემბიიდმა კი გულშემატკივრებს იმედები გაუცრუა - 10 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი.

გამოკითხვა

ვინ გახდება წლის ახალწვეული [ROTY]?

  • ლუკა დონჩიჩი
  • დეანდრე ეიტონი
  • ტრაე იანგი
  • სხვა მოთამაშე

კომენტარები

ბოლო ამბები