Thumbnail

‘კარიერაში ერთხელ მაინც უნდა ითამაშო პრემიერლიგაში’ - ნეიმარის მინიშნება?

  • პსჟ-ის თავდამსხმელმა თავის YouTubе-არხზე შეკითხვებს უპასუხა 
  • 26 წლის ფეხბურთელმა ინგლისში გადაბარგების შანსებზე ილაპარაკა

ბრაზილიის ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელი ნეიმარი მიიჩნევს, რომ ყველა დიდმა ფეხბურთელმა ერთხელ მაინც უნდა ითამაშოს ინგლისის პრემიერლიგაში. 26 წლის ფორვარდმა ახლახან თავის YouTubе-არხზე გულშემატკვირებისა და კოლეგა ფეხბურთელების შეკითხვებს უპასუხა.

ნეიმარს ერთ-ერთი კითხვა მანჩესტერ სიტის მცველმა ბენჟამენ მენდიმ დაუსვა: 

"ფრანგულად და გულწრფელად მიპასუხე! როგორ ფიქრობ, ითამაშებ ერთ დღეს ინგლისის პრემიერლიგის კლუბში?". 

"ეს დიდი ტურნირია. ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიოში. არავინ ვიცით, რა იქნება ხვალ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულმა დიდმა ფეხბურთელმა თუნდაც ერთხელ უნდა ითამაშოს ინგლისის პრემიერლიგაში.

იმედი მაქვს, შენი ინგლისური კარიერისგან კვლავაც ბედნიერი იქნები, რადგან საუკეთესოს იმსახურებ. გმადლობ", - უპასუხა ნეიმარმა.

ნეიმარი პარი სენ-ჟერმენის ღირსებას 2017 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში 26 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა ლიგა 1-ის 12 მატჩში ითამაშა, სადაც 11 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა. 

საფრანგეთში გადაბარგებამდე ნეიმარი ესპანურ ბარსელონასა და ბრაზილიურ სანტოსში გამოდიოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები