Thumbnail
  • დეტროიტის ზედიზედ მეორე მარცხი
  • პისტონსმა მილუოკისთან 92:115 წააგო
  • ზაზა ფაჩულიას 8 ქულა და 5 მოხსნა 17 წუთში

დეტროიტ პისტონსი ფორმიდან ამოვარდა. 5-მატჩიანი მოგებათა სერიის შემდეგ, ზაზა ფაჩულიას გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგო - ოღონდ, ამჯერადაც საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფ მეტოქესთან.

დეტროიტელთა მიზანი ამ სეზონში პლეი ოფში მოხვედრაა და ამ გეგმას ბლეიკ გრიფინი და კომპანია ჯერჯერობით გადაჭარბებითაც კი ასრულებენ. ბრწყინვალე სერიის შემდეგ პისტონსი ჯერ დასავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსან ოკლაჰომასთან დამარცხდა, ახლა კი აღმოსავლეთის მეორეადგილოსან მილუოკისთან 92:115 წააგო.

მასპინძლებმა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს უპირატესობა, რომელიც თამაშის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვეს. მიუხედავად მილუოკის გამარჯვებისა, შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი მაინც დეტროიტელი გრიფინი იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბრწყინვალე ფორმაშია. მან 31 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი დააგროვა - 22-დან 11 ორქულიანი და 11-დან 4 სამწულიანი ჩააგდო (პლუს 6-დან 5 ჯარიმა).

მილუოკიდან საუკეთესო ერიკ ბლედსო გახლდათ, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო, გუნდის ლიდერის, იანის ანტეტოკუნმპოს ანგარიშზე კი 15 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასია.

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას: დეტროიტის ქართველმა ცენტრმა 17 წუთი და 31 წამი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში, 3 დაცვაში) და 1 პასი მოაგროვა. ზაზამ სამიდან ორი 2-ქულიანი ჩააგდო და ექვსიდან ოთხი საჯარიმო ზუსტად ესროლა.

📺 ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები მილუოკისთან

მილუოკისთან წაგების შემდეგ, დეტროიტ პისტონსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 8 დეკემბერს, ფილადელფიასთან გამართავს.

გამოკითხვა

ვინ გახდება წლის მოთამაშე [MVP]?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • სტეფ კარი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიიდი
  • ჯეიმს ჰარდენი
  • სხვა მოთამაშე

🇬🇪 🇬🇷

Posted by Zaza Pachulia on ოთხშაბათი, 05 დეკემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები