Thumbnail

ლინგარდმა იუნაიტედი წაგებას გადაარჩინა, არსენალის დაუმარცხებელი სერია გრძელდება

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მანჩესტერ იუნაიტედი 2:2 არსენალი
  • 0:1 - მუსტაფი (26), 1:1 - მრსიალი (30), 1:2 - როხო (ს.კ./68), 2:2 ლინგარდი (69)

პრემიერლიგის მეთხუთმეტე ტურში, ჟოზე მოურინიოს მანჩესტერ იუნაიტედმა, ზედიზედ 19 მატჩიანი წაუგებელი სერიის მქონე არსენალს უმასპინძლა და სტუმრების წარმატებული ვსლა, ვერც მანკუნიანელებმა შეაჩერეს.

პირველი გოლი მუსტაფის თავურს და დავიდ დე ხეას შეცდომას მოჰყვა. ტორეირას ჩამოწოდებულ ბურთს გერმანელმა თავური დარტმით უპასუა, რომელიც დე ხეამ ვერ მოიგერია და საბოლოოდ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა.

შემდეგ ერთ-ერთი შეტევისას, ანდრე ერერამ ბურთი საჯარიმოში ჩააბრუნა, რასაც ანტონი მარსიალის დარტყმა მოჰყვა - 1:1. არსენალმა ვერც ამჯერად მოახერხა პირველი ტაიმის მოგება. ლონდონელება დაწინაურება 68' წუთზე ლაკაზეტის გარღვევის შემდეგ მოახერხეს, რასაც მარკო როხოს ვარდნა და ავტოგოლი მოჰყვა.

თუმცა არგენტინელის ავტოგოლის შემდეგ, ზუსტად 1 წუთში არსენალის საჯარიმოში შექმნილი გაუგებრობით ჯესი ლინგარდმა ისარგებლა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა - 2:2. მეტი გოლი ამ შეხვედრაში არ გასულა, თუმცა მატჩის ბოლომდე ორივე გუნდი დინამიკას ინარჩუნებდა.

თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, ფრე არცერთ გუნდს არ სურდა, თუმცა დაძაბული ბოლო წუთების მიუხედავად ძველმა მეტოქეებმა ქულები გაინაწილეს. ბოლო 32 წლის მანძილზე, ეს იყო პირველი იუნაიტედის და არსენალის დაპირისპირება, სადაც არც ალექს ფერგიუსონი და არც არსენ ვენგერი არ იღებდა მონაწილეობას.

საინტერესო ფაქტები

► 9 - იუნაიტედს წელს სახლში იმდენი გოლი აქვს გაშვებული, რამდენიც ოლდ ტრაფორდზზე შარშან მთელი სეზონის მანძილზე.

► ანტონი მარსიალი გახდა პრემიერლიგის ისტორიაში მხოლოდ მეორე ფეხბურთელი, ვინც თავის დაბადების დღეზე გოლი გაიტანა. პირველი უეინ რუნი იყო 2004 წელს...

► არსენალს წელს პირველი ტაიმი არ მოუგია - 11 წაგება, 4 ფრე. მაგრამ არავინ იტანს მეორეში იმაზე, მეტს ვიდრე არსენალი - 24 გოლი!

კომენტარები

ბოლო ამბები