Thumbnail
  • კრასნოდარის მწვრთნელის ცნობით, ოქრიაშვილი ბოლო მომენტში დაშავდა
  • პრობლემური სეზონი თორნიკესთვის 

რუსეთის თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. თორნიკე ოქრიაშვილის კრასნოდარი შინ როსტოვს 2:2 დაუზავდა. სამწუხაროდ, ქართველი ლეგიონერი მატჩის განაცხადში არ იყო. მიზეზზე მატჩის შემდეგ კრასნოდარის მთავარმა მწვრთნელმა მურად მუსაევმა ილაპარაკა. მისი განცხადებით, "ოქრიაშვილმა ბოლო მომენტში ტრავმა მიიღო". ჯერჯერობით, უცნობია, რამდენად რთულია ქართველი ლეგიონერის ახალი ტრავმა.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის შემტევი ნახევარმცველი ტრავმის მერე ოქტომბერში დაბრუნდა და ევროპალიგაზე სევილიას შესანიშნავი "მაკრატელა" გაუტანა. ამის შემდეგ ის კვლავ ვერ დაეხმარა ნაკრების უეფას ერთა ლიგაზე. ოქრიაშვილი კიდევ ერთხელ დაბრუნდა 25 ნოემბერს, როცა კრასნოდარის რიგებში ითამაშა ტულის არსენალის წინააღმდეგ შეცვლაზე. ევროპალიგაზე თურქულ ახიშართან ის სათადარიგო იყო და აი, ისევ ტრავმა.. 

ამ სეზონში თორნიკე ოქრიაშვილმა ყველა შეჯიბრებაში 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა - 2 ეროვნულ ნაკრებში, 3 კრასნოდარის რიგებში და 4 კრასნოდარის სარეზერვო გუნდში (სულ 3 გოლი გაიტანა).

კვერკველიამ ყოფილ გუნდს მოუგო

კვერკველია გუნდელებთან ერთად ჩორლუკას გოლს ხარობს

საბა კვერკველიას ლოკომოტივმა პირველ მეოთხედფინალურ მატჩში 1:0 მოუგო რუბინს, საბას ყოფილ გუნდს. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა. 

ჯანო ანანიძე სათადარიგო იყო, მისი სპარტაკი კი შინ 1:1 დაუზავდა გიორგი ჭანტურიას ურალს, რომელიც ასევე სკამზე დარჩა. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები