Thumbnail
  • ნიკა კაჭარავას 242-დღიანი მშრალი სერია დასრულდა
  • დუბლი და საგოლე პასი კვიპროსში

კვიპროსის თასის მერვედფინალში ქართველთა ანორთოსისმა სტუმრად ქვედა ლიგის ხლორაკა 7:0 გაანადგურა. სტუმართა მე-5 და მე-7 გოლები, შესაბამისად, 83-ე და 88-ე წუთებზე საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ გაიტანა, მის ანგარიშზე ერთი ასისტიცაა. ანორთოსისი მეოთხედფინალში გავიდა. 

ნიკა კაჭარავამ ბოლოს 242 დღის წინათ გაიტანა

24 წლის კაჭარავამ კვიპროსზე დაბრუნების შემდეგ პირველი გოლები გაიტანა. შეგახსენებთ, რომ მან 2016/17 წლების სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა ეთნიკოსში - 27 თამაშში 16 გოლი გაიტანა, შემდეგ კი პოლონურ კორონაში გადავიდა (26 თამაშში 7 გოლი). ეს სეზონი კი ანორთოსისში აქამდე უგოლო ჰქონდა. კაჭარავამ 4 აპრილის შემდეგ პირველად გაიტანა. კაჭარავამ შეუცვლელად ითამაშა, ბექა მიქელთაძე განაცხადში არ ყოფილა. 

კომენტარები

ბოლო ამბები