Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები უნგრეთს ორჯერ ეთამაშა
  • მეორე მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების ფარგლებში, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა უნგრეთთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა პირველ შეხვედრაში 3:2 დაამარცხა მეტოქე, მეორე მატჩი კი ფრედ, 2:2 დასრულდა. ორივე მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.

მეორე შეხვედრაში ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. თამაშის სტარტზე უნგრელებმა გახსნეს ანგარიში, თუმცა მალევე, იოჟეფ ტატაის ავტოგოლით, საქართველოს ნაკრებმა აღმოფხვრა სხვაობა. უნგრელები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ, რასაც ირაკლი თოდუას გოლი მოჰყვა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა, 2:2.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა 6 მატჩი გამართა და არც ერთში არ დამარცხებულა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ორჯერ მოუგო გერმანიას, თითოჯერ მოლდოვას, ლატვიას და უნგრეთს, ხოლო ბოლო მატჩი ფრედ დასრულდა.

საქართველო 2:2 უნგრეთი

კომენტარები

ბოლო ამბები