Thumbnail

Call Of Duty ოქროს ბურთის ნაცვლად - რატომ არ იყო ნეიმარი დაჯილდოებაზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნეიმარი ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე არ იმყოფებოდა
  • ბრაზილიელმა Call of Duty-ს და Battlefield-ის თამაში ამჯობინა
  • მან სტრიმი Twitch.tv-ზე გაუშვა

ოქროს ბურთის 63-ე დაჯილდოებამ რამდენიმე სუპერვარსკვლავის გარეშე ჩაიარა. ლუკა მოდრიჩმა კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის ხანგრძლივი სერია შეწყვიტა - დაჯილდოებაზე არც პორტუგალიელი იმყოფებოდა, არც არგენტინელი და არც ფეხბურთის ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ნეიმარი. პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავმა დაჯილდოებაზე დასწრებას Call of Duty Black Ops 4-ისა და Battlefield-ის თამაში ამჯობინა, სტრიმი კი Twitch.tv-ზე გაუშვა.

აღსანიშნავია, რომ ოქროს ბურთის გამოკითხვაში ნეიმარი მე-12 ადგილზე გავიდა - ჩამორჩა რა ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც მოდრიჩი, რონალდო, მესი, ანტუან გრიზმანი და მისი თანაგუნდელი კილიან მბაპე არიან. თამაშში ის თავის თანაკლუბელ და თანამემამულე ტიაგო სილვასთან და მარკინიოსთად ერთად იყო ჩართული.

კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელი, რომელიც ასევე Twitch-ის სტრიმერია, ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახლავთ. შვედი საკმაოდ ხშირად წარმოგვიდგენს თავის არხზე, თუ რა შეუძლია Fortnite-სა და FIFA-ში. მესუთ იოზილი (არსენალი), დელე ალი და ჰარი კეინი (ორივე ტოტენჰემი) პოპულარულ Battle-Royale-Shooter-ებს თამაშობენ. იოზილმა სულაც საკუთარი eSports-გუნდი შექმნა და FIFA-ს მოთამაშეებს კონტრაქტები გაუფორმა ჰყავს.

კომენტარები

ბოლო ამბები