Thumbnail
  • გიორგი მიქაძის გუნდმა ამხანაგურ მატჩში იტალიელ თანატოლებს უმასპინძლა
  • გაშვებული გოლის შემდეგ მატჩის ბედი გულიაშვილმა და ფაცაციამ შემოატრიალეს

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ამხანაგური მატჩში იტალიელ თანატოლებს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. 

შეხვედრაში, რომელიც თბილისის ზღვაზე მდებარე სკ ზესტაფონის ბაზაზე გაიმართა, ანგარიშის გახსნა იტალიელმა ფეხბურთელებმა მე-16 წუთზე, ედი მორას გოლით მოახერხეს, მაგრამ გიორგი მიქაძის შეგირდებმა გათანაბრება შესვენებამდე შეძლეს. 24-ე წუთზე საბურთალოს თავდამსხმელმა გიორგი გულიაშვილმა გაიტანა.

გამარჯვების გოლი შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე მარტვილის მერანის ნახევარმცველმა ცოტნე ფაცაციამ შეაგდო. 89-ე წუთზე კი სტუმრებს ფეხბურთელი გაუძევეს.

გიორგი მიქაძეს იტალიასთან ამხანაგური მატჩისთვის ნაკრებში ეს ფეხბურთელები ჰყავდა გამოძახებული: დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ბექა ბუიღლიშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ჯაფარიძე (ლოკომოტივი), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ფირუზ გაბიტაშვილი (დინამო თბ), ნიკოლოზ გაბელაია (დინამო თბ), ცოტნე ფაცაცია (მერანი), ზურიკო დავითაშვილი (ლოკომოტივი), ლაშა ნანობაშვილი (შევარდენი), თამაზ ბაბუნაძე (დინამო თბ), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ბექა დარცმელია (დინამო თბ), გიორგი ივანიაძე (გაგრა), ხვიჩა კვარაცხელია (რუსთავი), რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), შოთა შეყილაძე (ლოკომოტივი), თემურ გაბუნია (დინამო თბ).

ნოემბერში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპონატის შესარჩევ ჯგუფს თბილისში უმასპინძლა, სადაც 4 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და ჯგუფში ჩარჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები