Thumbnail
  • 38 წლის კაცი 19 წლის ბიჭის მაისურით ამაყობს
  • 15 ნოემბერს ჩაკვეტაძეს ანდორაში ბარსას სკაუტები აკვირდებოდნენ

გიორგი ჩაკვეტაძეს კარგმა თამაშმა და მისით ბარსელონას დონის გუნდებით დაინტერესებამ უკვე მოუტანა პოპულარობა ევროპაში. 19 წლის ქართველის მაისურებით უკვე არა მარტო ფანები ამაყობენ, არამედ, პროფესიონალი ფეხბურთელებიც. 

ილდეფონს ლიმა სოლა ანდორული ფეხბურთის ლეგენდაა - 38 წლის მცველი, რომელიც, სხვათა შორის, ბარსელონაშია დაბადებული, ეროვნულ გუნდში 119 მატჩსა და 11 გოლს ითვლის. სხვათა შორის, პოზიციის მიუხედავად, ლიმა ანდორული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. 

გუშინ მან ტვიტერზე სიამაყით "გამოფინა" გიორგი ჩაკვეტაძის მაისურა, რომელიც მას ანდორა-საქართველოს მატჩისას ეცვა. ეს თამაში 15 ნოემბერს გაიმართა და 1:1 დასრულდა.

ამ შეხვედრაში ანგარიში ჩაკვეტაძემ გახსნა, მაგრამ ვლადიმირ ვაისის გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა საქართველოს ნაკრებმა ქულები დაკარგა და ერთა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრას ბარსელონას სკაუტები აკვირდებოდნენ, რომელთაც გიორგი ჩაკვეტაძის თამაში მოიწონეს. 

როგორც ჩანს, მატჩის დასრულების შემდეგ ჩაკვეტაძემ მაისურა სწორედ ლიმას გაუცვალა. ასე შეივსო 38 წლის ვეტერანის ძალიან მდიდარი კოლექცია მორიგი საამაყო მაისურით.

კომენტარები

ბოლო ამბები