Thumbnail

‘ჩემს მაგივრად ჩემი ცოლი დარბოდა ხოლმე!’ - კისლინგმა აღიარა, რომ ზარმაცობდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • შტეფან კისლინგის აღიარება კარიერის დასრულებიდან 5 თვის შემდეგ
  • გერმანიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ისე არ ვარჯიშობდა, როგორც ავალებდნენ

შტეფან კისლინგი არცისე დიდი, თუმცა საკმაოდ წარმატებული თავდამსხმელი იყო (403 მატჩი, 144 გოლი ბუნდესლიგაში) და ხანდახან გერმანიის ნაკრებშიც ათამაშებდნენ (6 მატჩი, 0 გოლი). კარიერის საუკეთესო წლები ლევერკუზენის ბაიერში გაატარა და ბეჯით ფეხბურთელად მიიჩნეოდა. მაგრამ მათ, ვინც მას ბეჯით სპორტსმენად მიიჩნევდა, სიცრუეში უცხოვრიათ…

შტეფან კისლინგი და იოახიმ ლიოვი

კარიერის დასრულებიდან 5 თვის შემდეგ კისლინგმა აღიარა, რომ ინდივიდუალურ სავარჯიშო პროგრამის შესრულებისას ყოველთვის ცრუობდა.

“მოსამზადებელი პერიოდისთვის მიღებული დავალებებიდან ბოლომდე არცერთი შემისრულებია. არასდროს მირბენია 100 პროცენტით იმდენი, რამდენსაც მწვრთნელები მავალებდნენ,” - განაცხადა 34 წლის კისლინგმა SPORT BILD-თან ინტერვიუში.

რატომ ვერავინ შეამჩნია, რომ ზარმაცობდა?

კისლინგი: “სპეციალურ საათებს გვატანდნენ, რომლებიც სირბილის დროს უნდა გაგვეთებინა. ეს საათები პულსს აკონტროლებდა და ინფორმაციას იმახსოვრებდა. ჩემი ცოლი ძალიან სპორტულია. საათს სწორედ მას ვატანდი - სირბილის დროს ეკეთა. ჩემს დავალებებს სწორედ ის ასრულებდა - თანაც, ისე კარგად, რომ ვერავინ ვერაფერს ამჩნევდა.”

კისლინგმა ხსენებულ ინტერვიუში ისიც თქვა, რომ ასე მხოლოდ მოსამზადებელი პერიოდის ინდივიდუალური ვარჯიშის დროს იქცეოდა, სხვა დროს კი ერთხელაც არ უზარმაცია. შტეფან კისლინგი პირველი ოქტომბრიდან  ლევერკუზენის სპორტული დირექტორის, რუდი ფიოლერის ასისტენტად მუშაობს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები