Thumbnail

გოგა ბითაძის მორიგი აღიარება - ქართველი ნოემბრის MVP გახდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გოგა ბითაძე კლუბმა თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა
  • ქართველმა კალათბურთელმა 4-დან ორ მატჩში 28 ქულა ჩააგდო

საკალათბურთო კლუბმა მეგა ბიმაქსმა ნოემბრის თვის MVP დაასახელა. ეს ტიტული ქართველ კალათბურთელს გოგა ბითაძეს ერგო. მეგა ბიმაქსმა ნოემბერში 4 მატჩი ჩაატარა და 2 შეხვედრის მოგება შეძლო. ქართველი კალათბურთელის საშუალო მაჩვენებელი ნოემბერში - 19,75 ქულა, 7,25 მოხსნა.

ბითაძემ ციბონასა და პარტიზანს 28-28 ქულა ჩაუგდო. კრკასთან 10 ქულით გამოირჩა, ხოლო ზადართან დაპირისპირებაში 13 ქულა დააგროვა.

მეგა ბიმაქსის გვერდზე ნოემბრის თვის ხუთი საუკეთესო მომენტიც გამოქვეყნდა, აქედან 3 მომენტში მთავარი მოქმედი პირი სწორედ გოგა ბითაძეა. გოგას ჩატენვა ზადართან, ხუთეულში პირველ ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები