Thumbnail

გენო პეტრიაშვილი და ლადო ხინჩეგაშვილი ვლადიკავკაზში იჭიდავებენ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრები ვლადიკავკაზში ძლიერი შემადგენლობით ჩავა
  • ტურნირში 15 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას 

8-9 დეკემბერს, ვლადიკავკაზში ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგიდით საერთაშორისო ტურნირი ალანები-2018 გაიმართება, სადაც საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიც იასპარეზებს. ტურნირში მონაწილეობას 15 ქვეყანა მიიღებს. მათ შორის წამყვანი საჭიდაო ქვეყნები: რუსეთი, აშშ, ირანი, აზერბაიჯანი და თურქეთი. საქართველოს ნაკრების რიგებში ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი იჭიდავებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

57 კგ - ბექა ბუჯიაშვილი, ოთარ გოგავა, გიორგი ღონიაშვილი
61 კგ - ბექა ლომთაძე, გიორგი რევაზიშვილი
65 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ედემი ბოლქვაძე
70 კგ - კოტე ხაბალაშვილი, ლევან ქელეხსაშვილი, რამაზან მალაკოევი
74 კგ - გიორგი სულავა
79 კგ - დავით ხუციშვილი
86 კგ - სანდრო ამინაშვილი 
92 კგ - დავით მარსაგიშვილი, ირაკლი მწითური
97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე, ზურიკო ურთაშვილი
125 კგ - გენო პეტრიაშვილი

კომენტარები

ბოლო ამბები