Thumbnail
  • იუვენტუსის მწვრთნელის თქმით, რონალდომ ახალი მოტივაცია მიიღო
  • რონალდო შეეცდება, რომ ოქროს ბურთი იუვენტუსში თამაშით მოიგოს

იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იმედგაცრუებულია, რომ კრიშტიანო რონალდომ ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავა, წლის საუკეთესო ფეხბურთელი კი მადრიდის რეალის და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გახდა. ალეგრიმ ამ თემაზე კომენტარი გააკეთა:

“იმედგაცრუებული ვარ, რომ რონალდომ ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის მეორე ადგილი დაიკავა. სწორედ კრიშტიანო იმსახურებდა გამარჯვებას გამომდინარე იქიდან, თუ რაც გააკეთა მან გასულ სეზონში მადრიდის რეალთან ერთად. რადგან ასე არ მოხდა, კრიშტიანომ ახალი მოტივაცია მიიღო, რომ ოქროს ბურთი იუვენტუსში თამაშით მოიპოვოს”.

კომენტარები

ბოლო ამბები