Thumbnail
  • იუვენტუსის თავდამსხმელი კოპა ლიბერტადორესის ფინალს არ დაესწრება
  • როგორც ჩანს, პორტუგალიელი მადრიდის რეალზე ჯერ კიდევ ნაწყენია
  • რივერ პლეიტისა და ბოკა ხუნიორსის შეხვედრას ლიონელ მესი არ გამოტოვებს 

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო მადრიდში, კოპა ლიბერტადორესის საპასუხო ფინალურ შეხვედრას არ დაესწრება, რომელში ერთმანეთს რივერ პლეიტი და ბოკა ხუნიორსი უნდა დაუპირისპირდნენ. 

როგორც AS იუწყება, პორტუგალიელი ფორვარდი ფიქრობს, რომ ჯერ არ არის მზად ესპანეთის დედაქალაქში დასაბრუნებლად, სადაც წლების განმავლობაში რეალის ღირსებას იცავდა. ცნობილია, რომ რონალდოსა და მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა სერიოზულად დაზარალდა მისი იუვენტუსში გადასვლის გამო. სწორედ ესაა კრიშტიანოს უარის მიზეზი, დაესწროს შეხვედრას, რომელზეც სტუმრის სტატუსით ლიონელ მესიც არის მიწვიული. 

არსებული ინფორმაციით, არგენტინელი ფეხბურთელი რივერი-ბოკას შეხვედრას დაესწრება. 

შეგახსენებთ, კოპა ლიბერტადორესის საპასუხო ფინალური შეხვედრა 24 ნოემბერს, ბუენოს-აირესში, "მონუმენტალზე" უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ადგილობრივი ქომაგების მიერ სტუმარი ფეხბურთელების ავტობუსზე თავდასხმის გამო, რამდენჯერმე გადაიდო. ინციდენტის შედეგად რივერის რამდენიმე ფეხბურთელი დაზარალდა, სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CONMEBOL) კი მისი ჩატარება საბოლოოდ 9 დეკემბერს, მადრიდში გადაწყვიტა.

გამორიცხული არაა, რივერი-ბოკას დაპირისპირება არც მადრიდში ჩატარდეს. ცოტა ხნის წინ რივერ პლეიტმა განცხადება გაავრცელა, რომ სათამაშოდ ესპანეთში ჩასვლას არ აპირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები