Thumbnail

'იტალია ევრო 2020-ის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება' - მანჩინის ოპტიმიზმი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • იტალიის ნაკრების მწვრთნელმა აქტუალურ თემებზე ისაუბრა
  • ევრო 2020, შესარჩევი ეტაპი, მარიო ბალოტელი და ჩირო იმობილე

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება. მანჩინის იტალიამ ბოლო მატჩებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და როგორც ჩანს, ამან მწვრთნელის ამბიციები გაზარდა. მანჩინი იტალიურ მედიას ესაუბრა და საინტერესო თემებზე გაამახვილა ყურადღება...

ევრო 2020

კარგად უნდა მოვემზადოთ ევროპის ჩემპიონატისთვის. ჩვენი მიზანია, რომ იტალიის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყოს. საბედნიეროდ, ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს, რომლებსაც უმაღლესი მიზნების მიღწევა შეუძლიათ, რაც ჩვენი უპირატესობაა. დროა ვირწმუნოთ საკუთარი ძალების, რადგან იტალიის ნაკრებს დიდი მომავალი აქვს.

შესარჩევი ეტაპი

ბოსნიის ნაკრებში ჩვენთვის კარგად ნაცნობი ედინ ჯეკო და მირალემ პიანიჩი თამაშობენ. კარგი გუნდი ჰყავთ ბერძნებს და ფინელებს. თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა რომ გაცილებით რთულ ჯგუფში მოვხვედრილიყავით. ნებისმიერ შემთხვევაში, თითოეულ მეტოქეს სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ და ნებისმიერ მატჩი მაქსიმალურად მოვინდომოთ. მხოლოდ ასე მივაღწევთ წარმატებას.

რობერტო მანჩინი და მარიო ბალოტელი

მარიო ბალოტელი

დასანანია იმის ყურება, თუ როგორ ანიავებს მარიო ბალოტელი ტალანტს. მიუხედავად ყველაფრისა, ჯერ კიდევ მჯერა, რომ მარიოს შეუძლია ეროვნული ნაკრების დახმარება. ყველაფერი თავად მასზეა დამოკიდებული და ეს კარგად იცის. თუ მხოლოდ ფეხბურთზე იქნება კონცენტრირებული და შესაძლებლობებს გამოავლენს, აუცილებლად გამოვიძახებ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

ჩირო იმობილე

იმობილეს ბევრს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ კლუბში გააქვს გოლები, ეროვნულ ნაკრებში კი ამას ვერ ახერხებს. ფეხბურთში ასეთი რამეები ხდება და ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. ჩირო მონდომებულია, მოედანზე ყველაფერს დებს და ეს აუცილებლად დაუფასდება. დადგება დრო, როდესაც იმობილე ეროვნულ ნაკრებშიც ბევრ გოლს გაიტანს.

კომენტარები

ბოლო ამბები