Thumbnail

კობი ბრაიანტმა Mamba Sports Academy-ში eSports-იც გაითვალისწინა

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • კობი ბრაიანტმა Mamba Sports Academy-ში ელექტრონული სპორტისთვის განკუთვნილი შენობები დაანონსა
  • 'შავი მამბა' პირველი კალათბურთელი არ გახლავთ, რომელიც eSports-ით დაინტერესდა

კობი ბრაიანტმა განაცხადა, რომ Mamba Sports Academy-ში ელექტრონული სპორტისთვის განკუთვნილი ნაგებობაც იქნება. აკადემია კალიფორნიაში, საუზენდ ოაქსში გაიხსნება.

კიბერ სპორტსმენებისთვის განკუთვნილი ტერიტორიიის გარდა Mamba Sports Academy-ში ხუთი კალათბურთის, ამდენივე ფრენბურთის მოედანი, ბეისბოლისთვის განკუთვნილი სავარჯიშო ინვენტარი და ბიო მექანიკის ლაბორატორია იქნება.

დაწესებულება, რომლის რებრენდინგიც სულ ახლახანს მოხდა, 2016 წელს გაიხსნა და ამ ეტაპზე 50,000 ახალგაზრდა სპორტსმენს ეხმარება. აკადემიის ტერიტორიაზე NBA-ს, NFL-ის და MLB-ის გუნდებიც ვარჯიშობენ.

'მე აქტიურად ვარ ჩართული ახალგაზრდების განათლებასა და გაძლიერებაში და Mamba Sports Academy ამ მხრივ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. აქ ახალგაზრდა ათლეტებს უმაღლესი ხარისხის სავარჯიშო პირობებს ვთავაზობთ, რასაც ცოტა 'მამბას მენტალობაც' ემატება.' - ამბობს ბრაიანტი.

ბრაიანტი პირველი კალათბურთელი არაა, ვინც ელექტროუნლ სპორტში ინვესტიცია ჩადო. იგივე მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, შაკილ ო'ნილმაც გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ 'ამ სფეროთი არ დაინტერესება შეუძლებელია'.

ჯერჯერობით გარკვეული არ არის, თუ რომელი eSports ორგანიზაცია ივარჯიშებს Mamba Sports Academy-ს ტერიტორიაზე.

კომენტარები

ბოლო ამბები