Thumbnail

ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა უნგრეთი დაამარცხა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება
  • ავთანდილ ასათიანის გუნდი უნგრეთს კიდევ ერთხელ შეხვდება

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების ფარგლებში, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა უნგრეთთან ორი ამხანაგური მატჩი დაგეგმა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა პირველი მატჩი უკვე გამართა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში და მეტოქე მძიმე ბრძოლაში, 3:2 დაამარცხა.

ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა, გოლი კი საკუთარ კარში უნგრელმა ფეხბურთელმა, ტატაიმ გაიტანა. შემდეგ გამოასწორა შეცდომა და გაათანაბრა ანგარიში. დრიტიმ უნგრელები წინ გაიყვანა, თუმცა მატჩის დასკვნითი ნაწილი საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა. თალესმა გაათანაბრა ანგარიში, ირაკლი თოდუამ კი გამარჯვების გოლი გაიტანა, 3:2. მეორე ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს და უნგრეთის ფუტსალის ნაკრებები 5 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართავენ.

საქართველო 3:2 უნგრეთი

კომენტარები

ბოლო ამბები