Thumbnail
  • ლუკა მოდრიჩის ინტერვიუ France Football-თან
  • ზიდანი, კრუიფი და 'არანორმალურები'

3 დეკემბერს ლუკა მოდრიჩი "ოქროს ბურთის" გამარჯვებული გახდა. ხორვატმა ნახევარმცველმა ამით ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს 10-წლიანი ჰეგემონია დაამხო. ბოლო წლებში მხოლოდ არგენტინელი და პორტუგალიელი (5-5-ჯერ) იგებდნენ ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ პრიზს. 

ლუკა მოდრიჩმა ინტერვიუ France Football-ს მისცა:

მოდრიჩი: ამბობენ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო იოლად არ მოდის და მე ამის მჯერა. ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ბრძოლაა მიზნის მისაღწევად, ყოველთვის ბევრი შრომა მჭირდება, რომ მივაღწიო სასურველ შედეგს. დიახ, ეს იოლი არ იყო, მაგრამ მე მოვიგე "ოქროს ბურთი"!

ლუკა მოდრიჩმა კრიშტიანო რონალდოსა და ანტუან გრიზმანს გაუსწრო

France Football: თქვენ დაამხეთ კრიშტიანოსა და მესის ჰეგემონია...

მოდრიჩი: ისტორიას დარჩება, რომ ხორვატმა ფეხბურთელმა, რომელიც თავის პატარა ქვეყანას წარადგენდა, მოიგო "ოქროს ბურთი" კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის შემდეგ, რომლებიც სულ სხვა დონეზე არიან. არავის აქვს უფლება, შეედაროს მათ. ისინი სპორტის ამ სახეობის ისტორიაში საუკეთესონი არიან. მათ მერე გამარჯვება უდიდესი მიღწევაა. თუმცა ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ მათი ეპოქა დასრულდა. 

France Football: როგორი შეგრძნებაა, როცა "ოქროს ბურთს" იგებ?

მოდრიჩი: ჩემ თავს ნორმალურ ადამიანად აღვიქვამ და ასევე ვმოქმედებ, ხალხმაც იცის, რომ მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ბედნიერი ვარ, რომ ნორმალურმა მოიგო "ოქროს ბურთი". 

რომ დავრწმუნდე, ეს ყველაფერი ცხადია

France Football: სად შეინახავთ პრიზს?

მოდრიჩი: ამაღამ "ოქროს ბურთთან" ერთად დავიძინებ. პირველი დღეები ის ჩემს საწოლ ოთახში იქნება, რადგან, როცა გავიღვიძებ, დავრწმუნდე, რომ ეს სინამდვილეა და არ დამსიზმრებია. რომ მართლა მოვიგე პრიზი. ამის მერე კი მას შესაფერის ადგილს მოვუძებნი. სხვა პრიზებიც მაქვს, მაგრამ "ოქროს ბურთი" განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. 

France Football: როდის მიხვდით, რომ პრიზი თქვენია?

მოდრიჩი: არ ყოფილა ასეთი მომენტი კონკრეტულად. უბრალოდ, წლეულს რამდენიმე პრიზი რომ მოვიგე და 30-კაციან შორტლისტშიც მოვხვდი, დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება პრიზი მე დამრჩენოდა. მაგრამ არის ერთი რამ, რაც არასოდეს დამავიწყდება...
ზიდანის სიტყვა

France Football: რას გულისხმობთ?

მოდრიჩი: ზიდანი რეალში 2016 წლის იანვარში დაინიშნა და ერთ დღეს მან ვარჯიშის მერე დამიბარა კაბინეტში. მან კარგად ამიხსნა, თუ როგორ ფეხბურთელად მხედავად მის გუნდში, რას ელოდა ჩემგან... მითხრა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყავი. და რაც ყველაზე მთავარია, ზიდანმა მითხრა, რომ ჩემში "ოქროს ბურთის" მოგების პოტენციალს ხედავდა.

ლუკამ ოქროს ბურთი მადრიდში ვარჯიშზე მიიტანა

France Football: ზიდანის ამ ფრაზამ თქვენზე როგორ იმოქმედა?

მოდრიჩი: როცა ზიდანის დარი ავტორიტეტი, რომელსაც ასეთი ისტორია აქვს ფეხბურთში, გეუბნება, რომ შენ შეიძლება "ოქროს ბურთი" მოიგო, ფრთები გესხმება. ეს დიდი მოტივაციაა. როგორც ფეხბურთელს, ზიდანს ძალიან დიდ პატივს ვცემ. როცა ის რეალის მწვრთნელი იყო, ყველანაირად მეხმარებოდა, რომ ჩემი საუკეთესო თვისებები წარმომეჩინა, ვყოფილიყავი გუნდისთვის გადამწყვეტი ფეხბურთელი. ზიდანის სიტყვები ძალიან დამეხმარა, მართლაც კარგ ფეხბურთს ვთამაშობდი მაშინ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე მჯეროდა, "ოქროს ბურთის" მოგების თავი ოდესმე მექნებოდა. 

France Football: ზიდანის გარდა კიდევ, რომელ ფეხბურთელს აფასებთ?

მოდრიჩი: იოჰან კრუიფს! კრუფს როცა მადარებდნენ, ძალიან მიხაროდა. ტოტენჰემში მის საპატივცემულოდ ავიღე 14-ნომრიანი მაისურა, რადგან ჩემი საყვარელი 10-იანი დაკავებული იყო. 

ლუკა ოჯახში

France Football: რა ხდება თქვენს ცხოვრებაში ფეხბურთის გარეშე?

მოდრიჩი: ოჯახში ერთად ვუყურებთ ფილმებს, ცეკვებს, ვუსმენთ ხორვატულ სიმღერებს, დავდივართ რესტორანში. 

France Football: ალბათ იქ ყველაფერს ვერ მიირთმევთ...

მოდრიჩი: პირიქით, შემიძლია, რაც მომესურვება ვჭამო. გენეტიკა მაქვს ისეთი, რომ საერთოდ არ ვსუქდები.

France Football: ალკოჰოლი?

მოდრიჩი: ყოველ ჯერზე მეუღლესთან ერთად მიყვარს ერთი ბოთლი ღვინის გახსნა. ჩვენ უპირატესობას ხორვატულ, იტალიურ, ესპანურ და ფრანგულ ღვინოებს ვანიჭებთ. მოკლედ, კარგად ვჭამ, ვსვამ და კარგადაც მძინავს. თამაშებისთვის კი გულმოდგინედ ვემზადები. ოჯახის საქმეებში მეუღლე ძალიან მეხმარება. 

მეტი ამ თემაზე

 

კომენტარები

ბოლო ამბები