Thumbnail

ეკიპის რჩეულები - ზირაქაშვილი TOP 14-ის ტურის სიმბოლურში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • TOP 14-ის მე-11 ტურის სიმბოლური ნაკრები დასახელდა
  • ეკიპმა სიმბოლურში დავით ზირაქაშვილი შეიყვანა

TOP 14-ის მე-11 ტურში,  მიხეილ ნარიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის მონპელიემ საკუთარ მოედანზე დავით ზირაქაშვილის კლერმონთან წააგო - 23:28. ნარიაშვილმა და ჩილაჩავამ ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს თამაში, ხოლო კოტე მიქაუტაძე ცვლილებაზე შევიდა.

ფრანგულმა გამოცემა ეკიპმა მე-11 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დავით ზირაქაშვილი შეიყვანა. ქართველმა მორაგბემ მონპელიეს წინააღმდეგ ბრწყინვალედ იასპარეზa და კლერმონის გამარჯვებაში დიდი წვლილიც შეიტანა. ზირაქაშვილის გარდა, სიმბოლურში მისი თანაგუნდელი ახალზელანდიელი ფრიც ლიც მოხვდა.

ტურის საუკეთესო მწვრთნელად აჟენის დამრიგებელი, მაურიციო რეგიარდო დასახელდა. მისმა გაწვრთნილმა გუნდმა, რომლის ღირსებასაც თამაზ მჭედლიძე და გიორგი თეთრაშვილი იცავენ, ამ ტურში დიდი სენსაცია შემოგვთავაზა და მოქმედ ჩემპიონ კასტრს სტუმრად მოუგო.

ეკიპი. TOP 14-ის ტურის სიმბოლური ნაკრები

კომენტარები

ბოლო ამბები