Thumbnail

ფლოიდის მემკვიდრეს ლომაჩენკოსთან ჩხუბი სურს, თუმცა უკრაინელი უარზეა...

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბალტიმორელი სპორტსმენი წონის შეცვლას გეგმავს
  • ორივე მოკრივეს ჯერ მომდევნო ბრძოლები აქვთ მოსაგები...

24 წლის ჯერვონტა დევისი კალვინ ფორდის აღზრდილია, კაცის, რომლის მიხედვითაც ცნობილ ტელესერიალში The Wire დენის 'კატი' უაიზის პერსონაჟი შეიქმნა. ბალტიმორელმა, სამოყვარულო დონეზე 221 ბრძოლა გამართა (206 მოგება - 15 მარცხი) და 2013 წლიდან პროფესიულ დონეზე ასპარეზობს.

ჯერვონტა ფლოიდ მეივეზიერის კომპანიის 'მეივეზერ პრომოუშენის' მოკრივეა. გარდა ამისა, მისი მენტორი და მწვრთნელი, თვით ფლოიდ უმცროსი გახლდათ, თუმცა მოსაწვლეს და მწვრთნელს ურთიერთბა ბოლო პერიოდში გაუფუჭდათ, რაც ჯერვონტას ტვიტერის პოსტებში გამოიხატებოდა.

ბალტიმორის სიამაყე დევისი ჯერ-ჯერობით დაუმარცხებელია

"ფლოიდს არ უნდა, რომ მისი მიღწევა ვინმემ გაიმეორეოს, მას არ უნდა, რომ მასავით კარგი სხვაც იყოს" წერდა დევისი, რომელიც 20 ბრძოლის შემდეგ მისი ყოფილი მენტორის მსგავსად დაუმარცხებელია. აღსანიშნავია, რომ 20-დან 19 ბრძოლა ბალტიმორელს ნოკაუტით აქვს მოგებული.

ფლოიდი, რომელიც ნოკაუტით მოგების დიდი მოყვარული არ იყო, ახლაგაზრდა მოკრივეს მოუთმენლობის გამო აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ მის რეკორდს ეს ოდესმე საფრთხეს შეუქმნიდა. თუმცა ჯერვონტა თვლის, რომ 'მეივეზერ პრომოუშენი' მის კარიერას კარგად უძღვება და ყველაფრით კმაყოფილია.

ფლოიდ მეივეზერი და ჯერვონტა დევისი

ერთი ის ადარდებს, რომ წელიწადში 3-4 ბრძოლის გამართვა უნდა და ამბობს, რომ ამის პირობაც მიიღო. დევისი 9 თებერვალს გამოცდილ მექსიკელს - აბნერ მანესს ხვდება, რომელიც სხვადასხვა დროს 3 წონაში მსოფლიოს ჩემპიონი გახლდათ.

თუმცა მისი მთავარი სამიზნე, მსუბუქი წონის ჩემპიონი, უკრაინელი ვასილი ლომაჩენკოა. თუმცა უკრაინელის აზირთ, დევისი მასთან ჩხუბს ჯერ არ იმსახურებს. "რატომ უნდა დავბრუნდე მის გამო ბუმბულისწონაში? ამოვიდეს 61 კგ-მდე და შემდეგ დავილაპარაკოთ..." ამბობს ლომაჩენკო.

ლომაჩენკო ხორხე ლინარესთან გმარჯვების შემდეგ

"როდესაც მის დივიზონში ვიყავი, მაშინ რაღაც არ მახსოვს მისგან 'თრეშ-თოქი'... კარგი მოკრივეა, მაგრამ კარგი მოკრივე ხარ იქამდე, სადამდეც მოწინააღმდეგე გაძლევს ამის საშუალებას. ჩემთან ის არ გამოუვა, რასაც სხვასთან აკეთებს."

ლომაჩენკო 8 დეკემბერს თავის მორიგ ბრძოლას ჩაატარებს, სადაც უკრაინელი თავის WBO ქამარს პუერტო რიკოელი ხოსე პედრასას წინააღმდეგ დაიცავს და შეეცდება კოლექციას WBA ქამარიც შემატოს.

ამ მოცემულობით და წონითი კატეგორიით, დევისი - ლომაჩენკოს ბრძოლა ნაკლებად სავარაუდოა შედგეს, თუმცა როგორც ჯერვონტა ამბობს, ბუმბულისწონაში მოპოვებული ყველა ქამრის შემდეგ ის ლომაჩენკოს დივიზიონში გადაინაცვლებს...

კომენტარები

ბოლო ამბები