Thumbnail
  • FIBA-ს გვერდმა დღის ხუთი საუკეთესო მომენტი გამოაქვეყნა
  • შერმადინის გამარჯვების ორქულიანი პირველ ადგილზეა 

FIBA-ს ოფიციალურმა გვერდმა 3 დეკემბრის ხუთი საუკეთესო მომენტის ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის პირველ ადგილზეც გიორგი შერმადინის გამარჯვების ორქულიანი გავიდა. შერმადინმა ისრაელთან უმნიშვნელოვანესი ბურთი ჩააგდო და საქართველოს ნაკრებს ოვერტაიმში, 2 ქულით, 71:69 მოაგებინა. 

მე-5 ადგილზე დმიტრი კულაგინი გავიდა, რომელმაც ჩეხებთან ბურთი ჩაჭრა და შეტევე ჩატენვით დაასრულა. მე-4 ადგილი სერბეთის ნაკრების კალათბურთელს დრაგან მილოსავლიევიჩს ერგო.

მე-3 ადგილი გერმანელმა კარიმ ჯელოუმ დაიკავა, ხოლო მე-2 პოზიციაზე ფრანგი ჯონათან რუსელი გავიდა. შერმადინმა დამსახურებულად მოიპოვა პირველი ადგილი, ქართველმა კალათბურთელმა საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის მცირე შანსი შეუნარჩუნა.

ხუთი საუკეთესო მომენტი 📺

კომენტარები

ბოლო ამბები