Thumbnail
  • სერბეთი 84:61 საბერძნეთი
  • სერბებმა საქართველოს ნაკრების შანსი კიდევ უფრო შეამცირეს

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ისრაელს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო. თბილისში მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი მატჩი ბელგრადში დაიწყო, სადაც უმოტივაციო საბერძნეთი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა გარანტირებული ჰქონდა, სერბეთს ესტუმრა.

შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 84:61 დასრულდა. სერბთა მხრიდან ყველაზე მეტი ქულა სტეფან იოვიჩმა ჩააგდო. ბაიერნის კალათბურთელმა 22 ქულას მოუყარა თავი. მასპინძელთა რიგებში კიდევ სამი მოთამაშე გადაცდა ათქულიან ზღვარს: მიროსლავ რადულიცა (13 ქულა), ვასილიე მიჩიჩი (12 ქულა), სტეფან იელოვაცი (12 ქულა). ბერძენთა მხრიდან 12-12 ქულა ლეფტერის ბოხორიდისმა და ხრისტოს სალუსტროსმა დააგროვეს.

საშა ჯორჯევიჩის ნაკრებმა ბერძნებს პირველი მეოთხედი 15 ქულით მოუგო, შესვენებაზე კი 9-ქულიანი უპირატესობით გავიდა. სერბებმა დარჩენილი პერიოდებიც მოიგეს და 23 ქულით იმარჯვეს.

სერბეთის ნაკრები 6 მოგებითა და 4 მარცხით ჯგუფში მესამე ადგილზეა და 16 ქულა აქვს. სერბებს მომდევნო ორი მატჩი ესტონეთთან და ისრაელთან რჩებათ. ისინი ესტონეთს გასვლაზე შეხვდებიან, ხოლო ისრაელს სახლში უმასპინძლებენ.

საქართველოს ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის მიზერული შანსი კვლავ აქვს. ქართველმა კალათბურთელებმა დარჩენილი ორი მატჩი უნდა მოიგონ და სერბეთი ორივე შეხვედრაში უნდა დამარცხდეს.

მატჩის მიმოხილვა 📺

კომენტარები

ბოლო ამბები