Thumbnail

FIFA 19 | Tekkz-მა FUT-ის მორიგი ტურნირი მოიგო

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • F2Tekkz-მა 2018 წელს მეორე ტურნირი მოიგო
  • ახალგაზრდა ბრიტანელმა 50,000 აშშ დოლარი მიიღო

ბრიტანელ FIFA 19-ის მოთამაშეს, დონოვან 'F2Tekkz' ჰანთს, შესანიშნავი წელი აქვს. მან გუშინ FUT (FIFA Ultimate Team)-ის მეორე ტურნირი მოიგო.

17 წლის კიბერ სპორტსმენი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ტურნირზე იღებდა მონაწილეობას, სადაც 50,000 აშშ დოლარს და 1,500 GSP-ს (Global Series Points) დაეუფლა. შედეგად, ახალგაზრდა სპორტსმენმა FIFA eWorld Cup 2019-ისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

Tekkz-მა ნახევარფინალში ავსტრალიელ მარკუს გომესს 4-2 აჯობა, ხოლო ფინალში კი ჰოლანდიელ აიაქს დანის გაუმკლავდა - 6-3. 

დიდ ფინალში ბრიტანელი ახალგაზრდა ამერიკელ Joksan-ს შეხვდა და მეტოქე 7-1 გაანადგურა.

ვინც Xbox-ის ტურნირებს ადევნებს თვალს, ემახსოვრება, რომ Tekkz-მა პირველი ტურნირი წლის დასაწყისში მოიგო.

ამ გამარჯვების შემდეგ ბევრმა ექსპერტმა ის 'დროებით სენსაციად' (One Tournament wonder) მონათლა. სწორედ ამას გამოეხმაურა ჰანთი 'ტვიტერის' საკუთარ გვერდზე, სადაც მან თასთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა და ირონიულად 'დროებითი სენსაცია' მიაწერა. 

ტურნირის საპრიზო ფონდი 200,000 აშშ დოლარი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები