Thumbnail

'მსაჯი ცდებოდა და ფიბამ ეს უნდა მოაგვაროს' - ისრაელის ნაკრების მწვრთნელი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ისრაელის ნაკრების მწვრთნელმა მატჩი შეაფასა
  • ოდეტ კატაშმა მარცხი ნაწილობრივ მსაჯს დააბრალა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩი გამართა და ისრაელის ეროვნული გუნდი ოვერტაიმში დაამარცხა, 71:69. ისრაელის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოდეტ კატაშმა მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა…

ოდეტ კატაში (ისრაელის ნაკრების მწვრთნელი): “ძალიან რთული თამაში იყო. სამწუხაროდ, ამ შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებთან მეორეჯერ დავმარცხდით. მსაჯმა სამ მომენტში არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. გასაგებია, რომ ასეთ დაძაბულ შეხვედრაში რთულია მსაჯობა, მაგრამ ამით ეს შეცდომები ვერ გამართლდება. ფიბამ რამე უნდა იღონოს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. თუმცა, ჩვენი მარცხის მიზეზი მხოლოდ მსაჯობა არ იყო. პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ და ზოგადად, შეტევაში გვიჭირდა. 

ჯერ არ ვიცი დავკარგეთ თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მოტივაციის პრობლემა არ გვექნება. ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, ჩვენ წარმოვადგენთ ისრაელს და ამით ყველაფერია ნათქვამი. დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმალურად მოვინდომებთ”.

კომენტარები

ბოლო ამბები