Thumbnail

'მიუნხენში დარჩენა მსურს' - ხამეს როდრიგესი იძულებულია, ბაიერნი დატოვოს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კოლუმბიელის მთავარი პრობლემა ბაიერნში სათამაშო დროის ნაკლებობაა
  • ბავარიელები რეალისგან 27 წლის ნახევარმცველის გამოსყიდვას არ აპირებენ  

მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი, რომელზეც სატრანსფერო უფლებებს მადრიდის რეალი ფლობს, აღიარებს, რომ მიუნხენურ გუნდში იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგაც სურს.

მანამდე გაჩნდა ინფორმაცია, რომ მიუნხენის ბაიერნი არ აპირებს 27 წლის კოლუმბიელის ტრანსფერის 42 მილიონ ევროდ გამოსყიდვას, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ ზაფხულს ხამესი მადრიდში დაბრუნდებდა. ნახევარმცველს რეალთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.

"მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბოლო დროს ცოტას ვთამაშობ. სათამაშო დროის ნაკლებობის გამო კი მომიწევს ბაიერნის დატოვება, მაგრამ მიუნხენში დარჩენა ნამდვილად მსურს. აქ გუნდის ნაწილი ვარ და გულშემატკივრებისგან სიყვარულს ვგრძნობ", - აქვეყნებს ხამესის ნათქვამს Mundo Deporivo.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხამეს როდრიგესით დაინეტერებული ინგლისის პრემიერლიგის კლუბები და ასევე ტურინის იუვენტუსი არიან.

კოლუმბიელი ბაიერნის ღირსებას 2017 წლის ივლისიდან იცავს, მიმდინარე ბუნდესლიგაში ფეხბურთელმა 8 მატჩში ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები