Thumbnail
  • უეფამ ისტორიაში პირველი ერთა თასის ფინალური ეტაპის წილისყრა გამართა
  • ფინალი 9 ივნისს პორტუს სტადიონ 'დრაგაუზე' გაიმართება

უეფამ ერთა ლიგის ისტორიაში პირველი ოთხთა ფინალის წილისყრა გამართა. 2019 წლის ივნისში A ლიგის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულები პორტუგალიაში ოთხთა ტურნირს გამართავენ უეფას ერთა ლიგის პირველი გამარჯვებულის გამოსავლენად. მასპინძელი, რომ პორტუგალია იქნებოდა მაშინ გაირკვა, როცა ჯგუფი ამ ნაკრებმა მოიგო, რადგან მასპინძლობაზე მხოლოდ ამ ჯგუფის წევრებს ჰქონდათ განაცხადი შეტანილი.

მაშ ასე, 5 ივნისს "დრაგაუზე" პორტუგალიის ნაკრები შვეიცარიას შეხვდება, რომელიც ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეა. 6 ივნისს კი გიმარაეში მასპინძლობს ჰოლანდიისა და ინგლისის ნაკრებებს. ფინალი 9 ივნისს "დრაგაუზე" გაიმართება. გაიმართება მესამე ადგილისთვის შეხვედრაც.

პორტუგალიის ნაკრებს შვეიცარიასთან უარყოფითი ბალანსი აქვს - 7 მოგება, 5 ფრე, 10 წაგება. ინგლისელთა და ჰოლანდიელთა ურთიერთშეხვედრებში სრული თანაფადრობაა - 6-6 მოგება, 9 მატჩი ფრედ დასრულდა. 

ტურნირის გამარჯვებული 71 სმ. სიმაღლის ვერცხლის თასს და 7.5 მილიონ ევროს მიიღებს, ფინალისტი - 6.5 მილიონს. 

კომენტარები

ბოლო ამბები