Thumbnail
  • საქართველო 71:69 ისრაელი
  • ყველაფერი ოვერტაიმში გადაწყდა

სპორტის სასახლეში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი გაიმართა კალათბურთში, საქართველოს ნაკრებმა ისრაელს უმასპინძლა და ძირითადი დრო 64:64 დასრულდა, ოვერტაიმში კი 71:69 მოვიგეთ.

ეს ილიას ზუროსის ნაკრების მე-5 გამარჯვებაა შესარჩევ ციკლში 10 თამაშიდან. L ჯგუფში ამ წუთისთვის საქართველოს ნაკრები მესამე ადგილზეა, თუმცა სერბეთი (5 მოგება, 4 მარცხი) მოგვიანებით საბერძნეთის ნაკრებს მასპინძლობს. 

გოგა ბითაძე: 18 ქულა, 7 მოხსნა

პირველი მეოთხედი ქულა ქულაში მიმდინარეობდა, ბოლოს სტუმრებმა 11:9 იმარჯვეს. მეორე მეოთხედში ფაცაციამ, ბითაძემ, მაკფადენმა და ცინცაძემ ერთმანეთის მიყოლებით 4 სამქულიანი ჩააგდეს და საქართველოს ნაკრები დააწინაურეს - 14:17-დან 26:17-მდე. ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 34:30 მოიგო. 

მესამე მეოთხედში ისრაელის ნაკრებში ბრწყინვალედ ითამაშა ჯეიკ კოენმა, რისი წყალობითაც გუნდმა ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა - მეოთხედი 50:49 მორჩა ილიას ზუროსის ნაკრების სასარგებლოდ.

საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ციკლში კიდევ ორი თამაში დარჩა - 2019 წლის თებერვალში - 21-ში ილიას ზუროსის ნაკრები საბერძნეთს ესტუმრება, ხოლო 24-ში გუნდი ესტონეთს სპორტის სასახლეში უმასპინძლებს. 

ბოლო მეოთხედში სტუმრები 4 ქულით დაწინაურდნენ, სწორედ ამ დროს გოგა ბითაძემ კიდევ ერთხელ ჩააგდო სამქულიანი, რასაც მაკფადენის სამქულიანი მოყვა და ზუროსის გუნდი 2 ქულით დაწინაურდა. მაკფადენმა კიდევ ერთხელ ჩააგდო სამქულიანი და გუნდი კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ 61:59. 22 წამით ადრე კოენმა გაათანაბრა 64:64. ბოლო წამებზე სამქულიანები ჯერ ცინცაძემ, შემდეგ კი ბლატმა გააფუჭეს, თამაში ოვერტაიმში გადავიდა.

ოვერტაიმის დასრულებამდე 2 წუთით ადრე შერმადინმა ფარქვეშ იყოჩაღა და 68:67 დააწინაურა საქართველოს ნაკრები. 32 წამით ადრე ბითაძემ ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო - 69:67. 26 წამით ადრე კოენმა გაათანაბრა. ბოლო წამებზე მაკფადენმა შერმადინი მოძებნა და ქართველმა ცენტრმა ბოლო წამზე ჩააგდო - 71:69.

საქართველო 71:69 (ო.ტ.) ისრაელი

საქართველო: ბითაძე 18, ცინცაძე 14, შერმადინი 10 (11 მოხსნა), მაკფადენი 9, სანაძე 8, ბურჯანაძე 6, ბერიშვილი 3, ფაცაცია 3, ანდრონიკაშვილი, ბოქოლიშვილი 

ისრაელი: კოენი 22, გინატი 10, დი ბარტოლომეო 9, ზუუსმანი 9, ბლატი 8

კომენტარები

ბოლო ამბები