Thumbnail

Ballon d'Or 2018 | ლუკა მოდრიჩმა მესის და რონალდოს 10-წლიანი ჰეგემონია დაამხო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლუკა მოდრიჩმა 2018 წლის "ოქროს ბურთი" მოიგო
  • ახალი პრიზები ცერემონიალზე

3 დეკემბერს პარიზში "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ავტორიტეტული ფრანგული ჟურნალის France Football-ის პრესტიჟული საფეხბურთო ჯილდოს მფლობელი მადრიდის რეალისა და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი.

ამით კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის 10-წლიანი ორხელისუფლებიანობა დასრულდა. "ოქროს ბურთი" 5-5-ჯერ ჰქონდათ მოპოვებული პორტუგალიელსა და არგენტინელს. 

2018-ში ლუკა მოდრიჩმა ყველა მთავარი ინდივიდუალური პრიზი მოიგო

ლუკა მოდრიჩმა 2018 წელს ყველა მთავარი ინდივიდუალური პრიზი მოიპოვა - ის გახდა 2018 წლის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ფეხბურთელი უეფასა და ფიფას ვერსიებით. ბოლო ფეხბურთელი, რომელიც "ოქროს ბურთის" გამარჯვებული იყო (მესის და რონალდოს გარდა) იყო ბრაზილიელი კაკა 2007 წელს. 

მოდრიჩმა გაასწრო კრიშტიანო რონალდოს, რომელიც, რა თქმა უნდა, ცერემონიალზე არ იმყოფებოდა. მესამე ადგილზე ფრანგი ანტუან გრიზმანი გავიდა, მეოთხეც ფრანგისაა - 19 წლის კილიან მბაპემ თვით ლიონელ მესის გაასწრო, რომელმაც მხოლოდ მე-5 ადგილი დაიკავა. არგენტინელი სამეულში 2006 წლის მერე პირველად ვერ მოხვდა.

Ballon d'Or 2018

1. ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)

2. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)

3. ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი)

4. კილიან მბაპე (საფრანგეთი)

5. ლიონელ მესი (არგენტინა)

6. მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე)

7. რაფაელ ვარანი (საფრანგეთი)

8. ედენ აზარი (ბელგია)

9. კევინ დე ბრუინი (ბელგია)

10. ჰარი კეინი (ინგლისი)

ცერემონიალს მასპინძლობდა ტოტენჰემისა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, დავიდ ჟინოლა. 

ქალთა Ballon d'Or 2018

ადა ჰეგერბერგი ისტორიული 'ოქროს ბურთით'

წლეულს პირველად "ოქროს ბურთი" ქალთა შორისაც თამაშდებოდა. პირველი პრიზის მფლობელი გახდა ნორვეგიელი ადა ჰეგერბერგი, რომელმაც ლიონთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 

Kopa Trophy

19 წლის კილიან მბაპე რაიმონ კოპას ტროფეის პირველი გამარჯვებულია

ტიტული გადაეცემა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს (U 21). ეს ჯილდოც პირველად დაწესდა. ეს პრიზი ლეგენდარული რაიმონ კოპას სახელს ატარებს. პირველი გამარჯვებული კი პსჟ-ს ფორვარდი კილიან მბაპეა.

1. კილიან მბაპე (საფრანგეთი)

2. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ინგლისი)

3. პატრიკ კუტრონე (იტალია)

ჟურნალი France Football ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს "ოქროს ბურთით", იგივე Ballon d'Or-ით 1956 წლიდან, ყოველწლიურად აჯილდოებს. გამარჯვებულს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები ხმის მიცემით ავლენენ. 2010-იდან 2015 წლამდე France Football და ფიფა გამარჯვებულს ერთად - "ფიფას ოქროს ბურთით" აჯილდოებდნენ, თუმცა, 2016 წლიდან მხარეებმა თანამშრომლობა აღარ ისურვეს.

ბოლო ათი წელია, "ოქროს ბურთს" მესი და რონალდო ინაწილებდნენ. არგენტინელს ჯილდო 2009-2012 და 2015 წლებში აქვს მოგებული, პორტუგალიელს აქამდე - 2008, 2013-2014 და 2016 წლებში.

XXI საუკუნის ყველა გამარჯვებული

2001 მაიკლ ოუენი (ინგლისი)
2002 რონალდო (ბრაზილია)
2003 პაველ ნედვედი (ჩეხეთი)
2004 ანრიი შევჩენკო (უკრაინა)
2005 რონალდინიო (ბრაზილია)
2006 ფაბიო კანავარო (იტალია)
2007 კაკა (ბრაზილია)
2008 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2009 ლიონელ მესი (არგენტინა)
2010 ლიონელ მესი (არგენტინა)
2011 ლიონელ მესი (არგენტინა)
2012 ლიონელ მესი (არგენტინა)
2013 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2014 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2015 ლიონელ მესი (არგენტინა)
2016 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2017 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)

ლიონელ მესის და კრიშტიანო რონალდოს 5-5 მოგება აქვთ, 3-3 პრიზი მოპოვებული აქვთ მიშელ პლატინის (საფრანგეთი), იოჰან კრუიფსა (ჰოლანდია) და მარკო ვან ბასტენს (ჰოლანდია). 2-2-ჯერ იმარჯვეს ფრანც ბეკენბაუერმა (გერმანია), რონალდომ (ბრაზილია), ალფრედო დი სტეფანომ (ესპანეთი), კევინ კიგანმა (ინგლისი). 

მეტი ამ თემაზე: 

კომენტარები

ბოლო ამბები