Thumbnail

ლივერპულის მაისური გაქვთ და ზურგზე კოუტინიო აწერია? ყველაფერი დაკარგული არ არის

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლივერპულის სასწრაფო აქცია ტრანსფერის დადასტურების შემდეგ.
  • 50 ფუნტი ყველას, ვინც კოუტინიოს ოფიციალური ფორმა შეიძინა.

მას მერე, რაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ ფილიპე კოუტინიო ლივერპულიდან ბარსელონაში გადავიდა, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ გულშემატკივრებს ბრაზილიელი ფეხბურთელის მაისურში გადახდილი ფული დაუბრუნონ.

უფრო კონკრეტულად: ფანები, რომლებმაც ლივერპულის 2017/2018 წლების სეზონის ოფიციალური ფორმა კოუტინიოს გვარით შეიძინეს, 50-ფუნტიან ვაუჩერს მიიღებენ. ეს ინფორმაცია ლივერპულმა ტრანსფერის დადასტურებიდან ზუსტად 20 წუთში გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონა და ლივერპული 25 წლის კოუტინიოს ტრანსფერზე შაბათს საღამოს შეთანხმდნენ, რის შემდეგაც გარიგება ოფიციალურად დადასტურდა. გავრცელებული ცნობების თანახმად, მერსისაიდული კლუბი ბრაზილიელის სანაცვლოდ 160 მილიონ ევროს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კოუტინიო ფეხბურთის ისტორიაში, ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების რეიტინგში, ნეიმარის შემდეგ, მეორე ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები