Thumbnail
  • D ჯგუფში საქართველოს მეტოქეებმა წილისყრის შემდეგ პირველი კომენტარები გააკეთეს
  • შვეიცარიის ნაკრებს ყველა უფრთხის, საქართველოს ნაკრებს კი ჯერჯერობით არ ახსენებენ

დუბლინში გამართული წილისყრის შემდეგ, სადაც ევრო 2020-ის შესარჩევი ტურნირის ჯგუფები დაკომპლექტდა, საქართველოს ნაკრების მეტოქეების მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს.

წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის D ჯგუფში იბრძოლებს, სადაც მეტოქეებად: შვეიცარია, დანია, ირლანდია და გიბრალტარი ეყოლება. ევრო 2020-ზე ასპარეზობის უფლებას ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.

შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ პეტკოვიჩი:

"დანიისა და ირლანდიის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია. მართალია, ეს გუნდები ამჟამად უძლიერესი შეტევით არ ხასიათდებიან, მაგრამ სამაგიეროდ, ძალიან ცოტა გოლს უშვებენ. ჩვენი ამბიცია ევრო 2020-ზე პირდაპირი გზით მოხვედრაა. თითოეულ თამაშში მოსაგებად გავალთ, ჩვენი მთავარი მიზანი კი ჯგუფში გამარჯვებაა".

დანიის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე დიონ-დალ ტომასონი:

"ჩვენი ნაკრების შანსებს დადებითად შევაფასებდი. მოუთმენლად ველი თამაშების დაწყებას და ვიმედოვნებ, რომ ფინალურ ტურნირზე გავაღწევთ. კოპენჰაგენი ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქია და გვსურს, საკუთარ კედლებში ვითამაშოთ. შვეციარიის ნაკრებს ყველაფერი რიგზე აქვს და ვფიქრობ, ის მსოფლიოს 8-10 უძლიერეს გუნდში შედის".

ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიკ მაკარტი:

"ყველამ, ვინც С ჯგუფში ჰოლანდიასა და გერმანიასთან არ მოვხვდით, შვებით ამოვისუნთქეთ. მაგრამ ამავდროულად, ჯგუფში გვყავს შვეიცარია, რომელიც, ჩემი აზრით, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მეტოქედ გვყავს დანიაც, რომელიც ირლანდიელებისთვის წყევლად იქცა. ამრიგად, იოლი თამაშები არ გველის".

კომენტარები

ბოლო ამბები