Thumbnail

Dota 2 | ჩონგქინგ მეიჯორს მოთამაშეები რასისტული გამონათქვამებისთვის დააკლდებიან

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Dota 2-ის მოთამაშეები რასისტული გამონათქვამებისთვის დაისაჯნენ
  • როლენ 'Skemberlu' ონგისა და კარლო 'Kuku' პალადის დასჯა ქალაქის მუნიციპალიტეტმა მოითხოვა

Team Secret-ის წევრი როლენ 'Skemberlu' ონგი და TNC Predators-ის წარმომადგენელი კარლო 'Kuku' პალადი 'ჩონგქინგ მეიჯორს' რასისტული გამონათქვამების გამო გამოაკლდებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქის მუნიციპალურმა მთავრობამ მიიღო.

ტურნირი იანვარში გაიმართება, ხოლო საკვალიფიკაციო ეტაპი კი დღეიდან იწყება. Valve-ს ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, რაც იმას ნიშნავს, რომ დისკვალიფიკაცია შესაძლოა მხოლოდ ამ ტურნირზე არ გავრცელდეს.

Team Secret-ის დირექტორმა მეთიუ ბეილიმ 'ტვიტერზე' დაწერა, რომ რასიზმში შემჩნეულ თითოეულ მოთამაშეს უმკაცრესად დასჯიდა.

'ეს არ არის ჭორი, Skrembelu და Kuku ნამდვილად დისკვალიფიცირებულნი არიან. არსებობს იმის შანსიც, რომ დისკვალიფიკაცია TI9-ს ჩათვლით გაგრძელდება.'

Skembelu-მ რასისტული გამონათქვამი ჩინური გუნდის, Royal Never Give Up-ის წინააღმდეგ გამართული შეხვედრისას გამოიყენა და ამის გამო ის TS-სგან 'მაქსიმალურ სასჯელს' მიიღებს. კიბერ სპორტსმენი გუნდის აქტიურ განაცხადში აღარ ფიქსირდება და ორგანიზაციის თქმით ონგი 'ახალ სახლს ეძებს'.

რაც შეეხება Kuku-ს, მან ბოდიში მოიხადა, თუმცა TNC Predators-მა განაცხადა, რომ ეს მას სასჯელისგან არ ათავისუფლებს.

Dota-ს კომენტატორი და ანალიტიკოსი, ჯეკ 'KBBQ' ჩენი, აცხადებს, რომ ღონისძიების ორგანიზატორს, StarLadders, ჩინური ქალაქის მუნიციპალური მთავრობა დაუკავშირდა და მოთამაშეთა დისკვალიფიკაცია მოთხოვა.

'ეს ორი მოთამაშე ტურნირზე მონაწილეობას ვერ მიიღებს' – ნათქვამია მათ განცხადებაში.

კომენტარები

ბოლო ამბები