Thumbnail

‘ეს ჩემი ბოლო სეზონია ბაიერნში!’ - რობენი ზაფხულში წავა! რიბერიც?

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • არიენ რობენმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზაფხულში ბაიერნს დატოვებს
  • 34 წლის ჰოლანდიელი 19-წლიან კარიერას ამთავრებს?

ეს მოსალოდნელიც იყო, ახლა კი უკვე ოფიციალურად დადასტურებული ამბავია: არიენ რობენისთვის ეს სეზონი მიუნხენის ბაიერნში უკანასკნელი იქნება.

“დიახ, ეს ჩემი ბოლო სეზონია ბაიერნში. ამ გუნდში 10 შესანიშნავი წელი გავატარე. მიმაჩნია, რომ აქ კარიერის საუკეთესო წლები გავატარე,” - უთხრა 34 წლის ჰოლანდიელმა Omnisport-ს.

აღსანიშნავია, რომ რობენს ამ განცხადების გაკეთება ბაიერნის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა დაასწრო. 66 წლის ფუნქციონერმა მანამდე, ფან-კლუბთან შეხვედრისას თქვა, რომ ეს სეზონი, დიდი ალბათობით, რობენისთვის და ფრანკ რიბერისთვის ბოლო იქნებოდა რეკორდმაისტერში. ფრანგ და ჰოლანდიელ გარემარბებს მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტები სწორედ ზაფხულში უმთავრდებათ. რიბერის ამ თემაზე ჯერ არაფერი უთქვამს.

არიენ რობენი ბაიერნიდან წავა, ფრანკ რიბერიც?

არიენ რობენი ბაიერნში 2009 წელს, მადრიდის რეალიდან გადავიდა. ჰოლანდიელი გარემარბი რეკორდმაუსტერთან ერთად 7-ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, მისი კარიერის ბავარიული ნაწილის საუკეთესო მომენტი კი უდავოდ 2013 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალია, რომელშიც ბაიერნმა დორტმუნდის ბორუსია 2:1 სწორედ რობენის გოლით დაამარცხა. 

რობენს არ უთქვამს, 2019 წლის ზაფხულში 19-წლიან კარიერას ამთავრებს, თუ სხვა კლუბში გადავა. ალბათ წინადადებებს დაელოდება...

კომენტარები

ბოლო ამბები