Thumbnail
  • ცდილობდა თუ არა ნილს პეტერსენის მამა მატჩის მანიპულირებას?
  • გერმანია ჰალბერშტადტის სპორტული დირექტორი ფეხბურთელებთან კონტაქტს აღიარებს

გერმანიაში სკანდალი აგორდა: საქმე ეხება რეგიონალლიგის მატჩის მანიპულირების მცდელობას, ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ სკანდალის მთავარი ფიგურა გერმანიის ნაკრებისა და ფრაიბურგის თავდამსხმელის მამაა!

ანდრეას პეტერსენი გერმანია ჰალბერშტადტის სპორტული დირექტორია

ჩრდილოაღმოსავლეთ გერმანიის საფეხბურთო კავშირი (NOFV) ბაბელსბერგისა და გერმანია ჰალბერშტადტის მატჩის ამბებს იძიებს, რომელიც მასპინძლებმა 3:1 მოიგეს. ბაბელსბერგის მწვრთნელმა ალმედინ კივამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მეტოქე გუნდის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მის ორ ფეხბურთელს დაურეკა და რამდენიმე ათასი ევრო შესთავაზა იმის სანაცვლოდ, რომ მათ თამაშის დროს “მაინცდამაინც არ უნდა მოენდომებინათ”. გამოდის, რომ იმ პიროვნებას მატჩის მანიპულირება სურდა - თუკი ბაბელსბერგის ფეხბურთელები “არ მოინდომებდნენ”, მათი გუნდუ წააგებდა, მაგრამ ასე არ მოხდა - ბაბელსბერგმა თამაში 3:1 მოიგო.

“პოტსდამერ ნოიესთე ნახრიხთენის” ინფორმაციით, პიროვნება, რომელმაც ბაბელსბერგის მოთამაშეებს დაურეკა, ჰალბერშტადტელთა ყოფილი მწვრთნელი ანდრეას პეტერსენია, რომელიც ახლა კლუბის სპორტული დირექტორია. 58 წლის პეტერსენი ფრაიბურგისა და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელის, 29 წლის ნილს პეტერსენის მამაა.

გაზეთ “ბილდის” ინფორმაციით, არსებობს დამამტკიცებელი საბუთები, რაც ხსენებული მატჩის მანიპულაციის მცდელობას ადასტურებს.

ანდრეას პეტერსენმა “ბილდს” დაუდასტურა, რომ ბაბელსბერგის ფეხბურთელებს მართლაც დაუკავშირდა, მაგრამ ფულის შეთავაზებასა და მანიპულაციის მცდელობას კატეგორიულად უარყოფს: “ფაქტი ის არის, რომ არაფერი დამიშავებია. მომდევნო კვირაში ჩემი ადვოკატი განცხადებას გააკეთებს. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ჩემი და ჩემი შვილის სახელის შებღალვაა დანაშაული და არა ის, რასაც მე ვაკეთებ,” - აღნიშნა უფროსმა პეტერსენმა, რომელიც ამბობს, რომ ბაბელსბერგის ფეხბურთელებს ზამთრის ტრანსფერებზე ელაპარაკა.

უფროსი პეტერსენი ფეხბურთელებთან კავშირს აღიარებს, მაგრამ ბრალდებებს უარყოფს

აღსანიშნავია, რომ ბაბელსბერგში ჰალბერშტადტის სამი ყოფილი ფეხბურთელი თამაშობს - მათ შორის თავდამსხმელი ტომ ნატერმანი, რომელმაც ყოფილ გუნდს ორი გოლი გაუტანა. 

ჩრდილოაღმოსავლეთ გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული სასამართლოს თავმჯდომარის, შტეფან ობერჰოლცის თქმით, მატჩის წინ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ამ მატჩთან დაკავშირებით საეჭვო ამბები ხდებოდა, რის გამოც თამაშზე სპეციალური დამკვირვებელი მიავლინეს.

კომენტარები

ბოლო ამბები