Thumbnail

უაილდერი V ფიური - 12 რაუნდიანი შოუ ლას ვეგასში ფრედ დასრულდა!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ფიური ორჯერ დაეცა, თუმცა წამოდგომა შეძლო...
  • ბირტანელმა სტატისტიკით უაილდერს აჯობა, მაგრამ ეს საკამრისი არ აღმოჩნდა

ლას ვეგასში გამართული წლის ერთ-ერთი მთავარი კრივის სანახაობა ფრედ დასრულდა, მსაჯმა რობერტ ტაპერმა მოგება ტაისონ ფიურის ჩაუთვალა, ალეხანდრო როკინიმ უპირატესობა უაილდერს მიანიჭა, ხოლო მესამე არბიტრმა  - ფილ ედვარდსმა ფრე დააფიქსირა.

ფიური, რომელიც 9 და 12 რაუნებში დაეცა, მატჩს ზუსტი სტატისტიკით იგებდა "ამბობდნენ, რომ სათანადოდ მომზადებული არ ვიყავი, მაგრამ ხომ ნახეთ? კინაღამ მოვიგე ეს მატჩი, მთავარია, რომ წაგების გრაფაში 0 დარჩა..."

"დეონტეი უაილდერი იყო და არის კრივის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დატყმის პატრონი, რაც გამოჩნდა კიდეც, მაგრამ მგონია, რომ რემატჩი უკეთესი მექნება" განაცხადა ფიურიმ, რომლის პრომოუტიერი ფრენკ უოერნი თვლის, რომ შემდეგი ჩხუბი ბრიანეთში უნდა გაიმართოს.

"ვერ მივხვდი, მსაჯმა დათვლა როდესაც დაეცა იმ მომენტიდან რატომ არ დაიწყო. ასე არ შეიძლება..." აბობდა მატჩის შემდეგ უაილდერი. "ჩემ თავთან მაქვს რამდენიმე კითხვა, დანარჩენზე არაფერზე ვნერვიულობ, რემატჩს აუცილებლად მოვიგებ."

ზუსტი დარტყმების სტატისტიკა

ფიური - 84/327 (26%), უაილდერი - 71/430 (17%)

როგორც ორივე ბანაკის წევრები ამბობენ, ენტონი ჯოშუასთან ჩხუბი ჯერ ნაადრევია და ჯერ მათშორის ურთიერთობის გარკვევაა საჭირო. "მგონია, რომ შემდეგი ყველაზე ძლიერი მეტოქე დეონტეისთვის ისევ ფიური იქნება. ვერ ვხედავ აუცილებლოას, სხვასთან რატომ უნდა იჩხუბობს." ამბობდა უაილდერის პორომოუტერი.

თუმცა ბევრი სპეციალისტის აზრით, მიუხედავად ორი ნოკდაუნისა, გამარჯვებას ტაისონ ფიური იმსახურებდა. ბრიტანელი მოკრივე მთელი მატჩის მანძილზე დომინირებდა, თუმცა არბიტრმა ალეხანდრო როკინიმ უპირატესობა უაილდერს მიანიჭა.

კომენტარები

ბოლო ამბები