Thumbnail
  • დეტროიტი 111:102 გოლდენ სტეიტი
  • დურანტმა და კარიმ გოლდენ სტეიტს ვერ უშველეს
  • ფაჩულიამ 12 წუთში 2 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა

UPDATE: ზაზა ფაჩულიას დეტროიტ პისტონსმა, ქართველი კალათბურთელის ყოფილ გუნდს, გოლდენ სტეიტს უმასპინძლა და 111:102 დაამარცხა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ უორიორსს სტეფ კარი დაუბრუნდა! მასპინძელთა რიგებში ექვსმა კალათბურთელმა მოახერხა 10 და მეტი ქულის ჩაგდება.

ზაზა ფაჩულიას და კევინ დურანტის შეხვედრა მატჩის წინ

ბლეიკ გრიფინს საუკეთესო შედეგი ჰქონდა, მან 26 ქულა, 6 მოხსნა და 5 გადაცემა დააგროვა. ანდრე დრამონდმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 16 ქულა, 19 მოხსნა. ზაზა ფაჩულიამ კი 12 წუთში 2 ქულას, 4 მოხსნასა და ერთ გადაცემას მოუყარა თავი.

მატჩისწინა გახურების დროს, ზაზა ფაჩულია და სტეფ კარი ერთმანეთს შეხვდნენ, ყოფილი თანაგუნდელები შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთი საუბრობდნენ.

მოგვიანებით, ფაჩულიამ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ყოფილ თანაგუნდელებთან შეხვედრას გამოეხმაურა. "კალათბურთი დროებითია, მეგობრობა კი შეიძლება სამუდამო იყოს. გამიხარდა ჩემი ბიჭების ნახვა. და პოსტონსმა მოიგო!" - დაწერა ზაზამ.

Basketball is temporary, friendship can be forever. Great seeing my guys. And Pistons won🤙🏼

Posted by Zaza Pachulia on კვირა, 02 დეკემბერი, 2018

დეტროიტი: ბლეიკ გრიფინი (26ქ, 6მ, 5გ), ანდრე დრამონდი (16ქ, 19მ), სტენლი ჯონსონი (19ქ, 7მ), რეჯი ჯექსონი (17ქ), იშ სმიტი (11ქ), რეჯი ბალოკი (10ქ).

გოლდენ სტეიტის მხრიდან ყველაზე მეტი ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო - 28. მას ერთი ქულით ჩამორჩა სტეფ კარი, ხოლო კლეი ტომპსონმა 21 ქულა დააგროვა.

მატჩის ბედი მეორე მეოთხედში გადაწყდა, სადაც პისტონსმა 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. მასპინძლებს ეს უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს.

დეტროიტმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო. ფაჩულიას გუნდს მიმდინარე სეზონში 13 მოგება და 7 მარცხი დაუგროვდა. დეტროიტის მომდევნო მეტოქე ოკლაჰომა იქნება, ხოლო  გოლდენ სტეიტი ატლანტას შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები