Thumbnail
  • საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ორი მედალი მოიგეს
  • კობა მჭედლიშვილის ოქროს მედალი და ლაშა ტაველურის ბრინჯაო

უკრაინის ქალაქ დნეპრში, უკრაინის ძიუდოს ღია ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ტურნირის საპრიზო ფონდი 30 ათასი დოლარი იყო.

81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, კობა მჭედლიშვილი ოქროს მედალს დაეუფლა. ქართველი ძიუდოისტი ფინალში უკრაინელ არტემ ხომულას შეხვდა. ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქეს ვაზარი აუღო, რის შემდეგაც ხომულას გათანაბრების შანსი მისცა. კობამ მეტოქე ერთი წუთით ადრე კიდევ ერთხელ დააგდო ვაზარზე და ოქროს მედალს დაეუფლა.

მძიმე წონაში ონისე ბუღაძე და ლაშა ტაველური შეხვდნენ ერთმანეთს. ქართველებმა ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლეს, ტაველურმა ბუღაძე შებოჭა და იპონით დაამარცხა. მძიმე წონის ჩემპიონი უკრაინელი იაკივ ხამო გახდა, რომელმაც ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები