Thumbnail

სენსაცია ტოპ 14-ში! ქართველების აჟენმა მოქმედ ჩემპიონს მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კასტრი 13:16 აჟენი
  • თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის გუნდის მესამე მოგება სეზონში
  • შაბათს რვა ლეგიონერმა ითამაშა

TOP 14-ის მე-11 ტურში, თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის აჟენი TOP 14-ის მოქმედ გამარჯვებულს კასტრს დაუპირისპირდა და სამი ქულით, 16:13 მოუგო. ქართველი მორაგბეები სათადარიგო შემადგენლობაში იყვნენ და შეცვლაზე შევიდნენ.

თეთრაშვილი მინდორზე პირველივე ტაიმში გამოჩნდა, ხოლო მჭედლიძემ ბოლო 10 წუთი ითამაშა. შეხვედრის ბედი 78-ე წუთზე გადაწყდა, სტუმრებმა ანდრეს ზაფრა ტარაზონას ლელოთი მოახერხეს დაწინაურება და გარდასხვაც გამოიყენეს, რითიც მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

აჟენმა ჩემპიონს სტუმრად მოუგო, რაც დიდი სენსაციაა. თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის გუნდი ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა და 17 ქულა აქვს. მომდევნო ტურში მათი მეტოქე სტად ფრანსე იქნება.

თეთრაშვილისა და მჭედლიძის გარდა, კიდევ ექვსმა ლეგიონერმა ითამაშა. მიხეილ ნარიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის მონპელიემ საკუთარ მოედანზე დავით ზირაქაშვილის კლერმონთან წააგო - 28:23.

ვასილ კაკოვინის რასინგი ლა როშელთან სტუმრად, 16:11 დამარცხდა. ნოემბრის ტესტებზე 'ბორჯღალოსანთა' დებიუტანტმა, ბექა გიგაშვილმა გრენობლის ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში. მისი გუნდი სტუმრად ტულონთან 22:3 დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები