Thumbnail

ბოლო ადგილი რუსეთში - ბერძნულ-რომაული ნაკრების სამი მარცხი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი რუსეთში
  • საქართველოს ნაკრებმა სამივე დაპირისპირება წააგო

პირველ დეკემბერს, მოსკოვში 'ივან იარიგინის აბსოლუტურის თასის' - ალროსას თასის საერთაშორისო გათამაშება გაიმართა, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაულმა ნაკრებმა სათადარიგო შემადგენლობით იასპარეზა. შეჯიბრება გუნდური პრინციპით ჩატარდა. საქართველოს ნაკრები სამივე მეტოქესთან, რუსეთთან, უზბეკეთთან და აზერბაიჯანთან დამარცხდა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ალროსას თასზე ბოლო, მეოთხე ადგილი დაიკავა. ტურნირის გამარჯვებული კი რუსეთი გახდა, რომელმაც უზბეკეთს 4:2, აზერბაიჯანს 6:0 მოუგო. რუსებმა საქართველოსთან 3 ბრძოლა მოიგეს და 3 ბრძოლა წააგეს, მაგრამ ტექნიკური ქულებით 17:10 იმარჯვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები