Thumbnail
  • ფიორენტინა 0:3 იუვენტუსი
  • 14 ტურში იუვემ მხოლოდ ორი ქულა დაკარგა

იტალიის სერია A-ს მე-14 ტურის ცენტრალური მატჩი "არტემიო ფრანკიზე" გაიმართა, სადაც ფიორენტინამ იუვენტუსს უმასპინძლა, მაგრამ ვერაფრი დაუპირისპირა ლიდერს - 0:3. 

31-ე წუთზე ბენტანკურმა დიბალასთან კედელი გაითამაშა და ანგარიში გახსნა. 

69-ე წუთზე კიელინიმ ახლო მანძილიდან თავით დაამატა კუადრადოს ჩაწოდებულს. 

79-ე წუთზე ხელით თამაშისთვის მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კრიშტიანო რონალდომ გოლად აქცია. ეს რონალდოს მე-10 გოლია ჩემპიონატში და პორტუგალიელი კვლავ გაუთანაბრდა ბომბარდირთა დავაში ლიდერ კშიშტოფ პიატეკს (ჯენოა). 

14 ტურის შემდეგ იუვენტუსს მხოლოდ ორი ქულა აქვს დაკარგული, ტურინული კლუბი 40 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ნაპოლის 11 ქულით უსწრებს. 

ფიორენტინა 0:3 იუვენტუსი

გოლები: 0:1 ბენტანკური (31), 0:2 კიელინი (69), 0:3 რონალდო (79-პენ)

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, კანსელო - კუადრადო (83. დუგლას კოშტა), ბენტანკური, მატუიდი - დიბალა, მანჯუკიჩი (88. კინი), რონალდო (80. ბერნარდესკი) 

კომენტარები

ბოლო ამბები