Thumbnail

'ვიტესი ჩემს გულში რჩება' - გურამ კაშიას არნემში დამშვიდობება მოუწყეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ვიტესმა გურამ კაშიას ოფიციალური გაცილება მოუწყო
  • Zilveren Vitessenaar-ის წოდება ქართველ ლეგენდას

1-ელ დეკემბერს არნემში ვიტესისა და ემენის მატჩის შესვენებაზე ჰოლანდიური კლუბის ქართველ ლეგენდა გურამ კაშიას საზეიმო გაცილება მოუწყვეს. წლების განმავლობაში ვიტესის კაპიტანი კაშია კლუბის ფანებს დაემშვიდობა.

კაშია ამ ზაფხულს გადავიდა ვიტესიდან MLS-ის სან ხოსეში, მას მერე, რაც არნემულ კლუბში 8 სეზონი გაატარა და ერედივიზიეში 244 მატჩი ჩაატარა.

"კაშია იყო უპრეცენტო მაგალითი გუნდისთვის. მისი მებრძოლი სული, გოლები უმნიშვნელოვანეს მომენტებში და ხასიათი გურამს ვიტესის ფანების საყვარელ ფეხბურთელად აქცევდა", - წერს კლუბის ოფიციალური საიტი.

"ამ ღონისძიებას დამშვიდობება ეწოდება, თუმცა მე დავარქმევდი ნახვამდისს. რადგან მე ისევ ვრჩები ვიტესთან ერთად, ის ჩემს გულშია", - განაცხადა კაშიამ. 

კაშიას გადაეცა  Zilveren Vitessenaar-ის პრიზი, რომელსაც იღებს ადამიანი, ვისაც უდიდესი დამსახურებაა აქვს კლუბში გაწეული. აქამდე ეს ტიტული 4-მა ექსვიტესელმა დაიმსახურა, მათ შორის კლუბის ლეგენდა ტეო იანსენმა.

ვაკო ყაზაიშვილი: შენთან თამაში დიდი პატივია

"გურამ, მინდა მადლობა გითხრა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე. განსაკუთრებით ჰოლანდიაში თამაშისას. გურამ, შენ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი ხარ. შენთან თამაში დიდი პატივია. მენატრები და მალე დაბრუნდი".

#CaptainKashia

Nieuwe dag, nieuwe lovende woorden voor Captain Kashia en Vitesse. ▪️ Marco van Ginkel ▪️ Josh McEachran ▪️ Vako Qazaishvili ▪️ Stanley Menzo 👊 Just two days till Vitesse - FC Emmen, Guram!

Posted by Vitesse on ხუთშაბათი, 29 ნოემბერი, 2018

უილფრიდ ბონი: ჩემო კაპიტანო ფილიპ!

"ჰელო გურამ ჩემო კაპიტანო ფილიპ. უბრალოდ მინდა გითხრა მადლობა ყველაფრისთვის. პირველი დღიდან, რაც ვიტესში მოვედი, შენ თბილად მიმიღე. შენ მექცეოდი, როგორც ძმას. მაშინაც კი, როცა ტრავმა მივიღე. ყველას ვიტესში, ვიტესის ყველა ფანს უყვარხარ. მინდა გისურვო ყველაფერი საუკეთესო. სიყვარულით ჩემო კაპიტანო ფილიპ!"

ემოციური საღამო არნემში

ემოციური საღამო არნემში

ემოციური საღამო არნემში

ემოციური საღამო არნემში

ემოციური საღამო არნემში

ემოციური საღამო არნემში

ემოციური საღამო არნემში

ემოციური საღამო არნემში

კომენტარები

ბოლო ამბები