Thumbnail
  • ამაღამ ზაზა ფაჩულია ყოფილ გუნდ გოლდენ სტეიტს ეთამაშება
  • ჩემპიონების რიგებში სტეფ კარი ბრუნდება

ზაზა ფაჩულიას ურიგოდ არც ჩიკაგოსთან 107:88 მოგებულ შეხვედრაში უთამაშია, როცა ქართველმა ცენტრმა 18 წუთში 4 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ეს დეტროიტ პისტონსის ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იყო.

ქართველი ცენტრი ახლა მხოლოდ მომდევნო მატჩზე ფიქრობს - დეტროიტი ხომ გოლდენ სტეიტს ხვდება, გუნდს, სადაც ფაჩულიამ ბოლო ორი სეზონი გაატარა და ორი საჩემპიონო ბეჭედიც დაიმსახურა. მატჩი ჩვენი დროით ნაშუაღამევს, 4 საათზე გაიმართება. 

"შეხვედრა რომ დასრულდა, მას მერე უკვე შემიძლია მომდევნო მატჩზე ფიქრი. ხვალინდელი თამაში ჩემთვის ბევრს ნიშნავს. რა თქმა უნდა, ეს დაპირისპირება კალენდარში მონიშნული მაქვს. სულ სხვა ემოციებს ველი. ბოლო ორი წლის განმავლობაში იმ ბიჭების მხარდამხარ ვიბრძოდი. ახლა კი მათთან დაპირისპირება მომიწევს. ახლა მე პისტონი ვარ. ასე რომ, გავალთ და ყველაფერს გავიღებთ მოგებისთვის. აუცილებელია, რომ ჭკვიანურად და გუნდურად ვითამაშოთ და შევეცადოთ, რომ გავიმარჯვოთ".

გოლდენ სტეიტს სტეფ კარი უბრუნდება

დეტროიტ პისტონსი 12-7 ბალანსით ცენტრალურ დივიზიონში მე-2 ადგილზეა, ხოლო გოლდენ სტეიტი 15-8 ბალანსით ასევე მეორეა პასიფიკში. ზაზა ფაჩულია საშუალოდ 4.2 ქულას, 4.4 მოხსნასა და 1.2 ასისტს აკეთებს თამაშში.

ფაჩულიას მიაჩნია, რომ მოგება კიდევ უფრო გაძნელდება, რადგან გოლდენ სტეიტს სტეფ კარი უბრუნდება: "ვიცით, რომ სტეფი ბრუნდება. ამის შემდეგ კი გოლდენ სტეიტი ჯოჯოხეთური გუნდი ხდება. მაგრამ, როცა დეტროიტს თავისი თამაში გამოსდის, ჩვენც საკმაოდ კარგი გუნდი ვართ".

კომენტარები

ბოლო ამბები