Thumbnail

ოსაკას ინციდენტი, ახალი მწვრთნელი - განხილვა ძიუდოს ფედერაციაში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ძიუდოს ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა
  • სავარაუდო ინციდენტის გამოსაძიებლად კომისია შეიქმნა

საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა, სადაც რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს. მთავარი თემა ოსაკაში მომხდარი სავარაუდო ინციდენტი იყო. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი ძიუდოისტები იაპონიის გრან პრის დროს ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის გამოც ტურნირზე ლაშა შავდათუაშვილმა გამოსვლა ვერ შეძლო.

სხდომას დავით ქევხიშვილიც ესწრებოდა

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ამ საკითხთთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. გიორგი ათაბეგაშვილმა განაცხადა, რომ სხდომაზე ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი მოიწვიეს, რომელმაც ოსაკაში მომხდარი ფაქტი არ დაადასტურა. საბოლოოდ, აღმასკომის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება და კომისია შექმნეს, რომელიც აღნიშნულ ამბავს გამოიძიებს.

პრეზიდენტს სურს, რომ კომისიის მუშაობა მედიამ აქტიურად გააშუქოს. ათაბეგაშვილმა ასევე წლის ბოლო ტურნირზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ ქართველი ძიუდოისტები აუცილებლად გაემგზავრებიან. (ჩინეთის მასტერსი გუანჯოუში ჩატარდება)

ათაბეგაშვილმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამხვილა ყურადღება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მწვრთნელი ახალ წლამდე დაენიშნება.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი
გიორგი ათაბეგაშვილი

 

კომენტარები

ბოლო ამბები